ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
მთავარისამინისტრო,,ნარკოპოლიტიკა 4 ბურჯს უნდა ეფუძნებოდეს და მთავარი ამოცანა დამოკიდებულების შემცირებაა“ - მიხეილ...

,,ნარკოპოლიტიკა 4 ბურჯს უნდა ეფუძნებოდეს და მთავარი ამოცანა დამოკიდებულების შემცირებაა“ – მიხეილ სარჯველაძე

“4 დიდი ბურჯი [არსებობს], რომელსაც ეფუძნება ნებისმიერი ნორმალური ნარკოპოლიტიკა” – ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გადაცემა “დებატებში” აცხადებს, რომ ნებისმიერი ეფექტიანი ნარკოპოლიტიკა 4 ძირითად მიმართულებას უნდა დაეფუძნოს: პრევენციას; მკურნალობასა და რეაბილიტაციას, მათ შორის ფსიქოლოგიურ და სოციალურ მხარდაჭერას; ზიანის შემცირებას და ნარკოტიკების მიწოდების შეზღუდვას.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები პრაქტიკული თვალსაზრისით სწორედ ამ ოთხივე მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ემსახურება. მისივე თქმით, ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური მიწოდება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი და გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს იმას, თუ რა გარემოში გვინდა იცხოვრონ და გაიზარდონ მომავალმა თაობებმა.

“ოთხი დიდი ბურჯი, რომელსაც ეფუძნება ნებისმიერი ნორმალური ნარკოპოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ერთის მხრივ პრევენციას, მაქსიმალურად ამ კუთხით უნდა დავიხარჯოთ, მეორე – მკურნალობა, მათ შორის რეაბილიტაცია… არა მხოლოდ ნარკოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური, სოციალური – ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასევე არის ზიანის შემცირება და ამაზეც კიდევ მოგვიწევს საუბარი იმიტომ, რომ არცთუ იშვიათად არის, როდესაც შეცდომით ხდება ამ ყველაფრის განმარტება. და ბოლოს, ეს არის მიწოდების შეზღუდვა.

ვფიქრობ, რომ ბოლო დროინდელი ცვლილებები პრაქტიკული თვალსაზრისით ყველა ამ ოთხი მიმართულებით, არის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თითოეული მიმართულებით რომ ჰქონდეს ქვეყანას განვითარება.

მთავარი არის, რომ მკაცრია თუ რბილია, ვიდრე ამ კითხვას დავსვამდეთ, ალბათ მთავარი ფაქტორი, რაზეც უნდა ვიმსჯელოთ პრაგმატული თვალსაზრისით, რა არის ჩვენი ამოცანა? და აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია, თვითმიზანი ხომ არ შეიძლება იყოს ან მკაცრი პოლიტიკის ქონა, ან მკაცრი პოლიტიკის უქონლობა?! მთავარი არის, რომ რაც შეიძლება მეტად შემცირდეს ნარკოდამოკიდებული ადამიანების რიცხვი; რაც შეიძლება მეტად ეფექტური იყოს პრევენციაც, მკურნალობაც, ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაც და რასაკვირველია აქ უნდა იყოს ზიანის შემცირება. ყველა ამ სამი დანარჩენიდან გამომდინარეობს, თუმცა აქვს თავისი ავტონომიური ფუნქციებიც.

ამიტომ, ჩემთვის პირადად, პირველი და მთავარი ამოცანა არის, განვსაზღვროთ – რა საზოგადოებაში მინდა იზრდებოდეს, ცხოვრობდეს ჩემი შვილი და რამდენად მას უნდა ჰქონდეს მაგალითად, იოლი ხელმისაწვდომობა, თავისუფალი, აბსოლუტურად მარტივი ხელმისაწვდომობა ნარკოტიკულ საშუალებასთან. ამიტომ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ ლეგალური ნარკოტიკის მიწოდება, ლეგალურად მიწოდება, ეს უბრალოდ მიწოდება მარტო იმიტომ, რომ ასეთი ფასონი გვინდა გვქონდეს, ასეთი მოდაა და ასე თვლის ვინმე, რომელიმე ქვეყანა და ა.შ. ეს სწორი არ არის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

  XVII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ჯანმრთელობა და ეკოლოგია" წელს ლუგანოში, შვეიცარიაში გაიმართება
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights