კვირა, მარტი 15, 2026
მთავარისამინისტროირინე წაქაძე სოციალურად დაუცველთა ბაზაზე: ჩვენი თვითმიზანი არ არის არც ამ ოჯახების...

ირინე წაქაძე სოციალურად დაუცველთა ბაზაზე: ჩვენი თვითმიზანი არ არის არც ამ ოჯახების რაოდენობის შემცირება და არც მითუმეტეს თანხის დაზოგვა, ჩვენი თვითმიზანი არის ამ ოჯახების სამართლიანი შეფასება

ჩვენი თვითმიზანი არ არის არც ამ ოჯახების რაოდენობის შემცირება და არც მითუმეტეს თანხის დაზოგვა, ჩვენი თვითმიზანი არის ამ ოჯახების სამართლიანი შეფასება, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ სოციალურად დაუცველთა ბაზაზე საუბრისას.

მისივე თქმით, პირველ 6 თვეში დაიდება პირველი შედეგები.

„პირველ 6 თვეში უნდა დავდოთ პირველი შედეგები და გავაანალიზოთ გამოკვეთილი ტენდენციები, სად იყო აცდენა, სად იყო პრობლემები, პროცედურა სად ირღვეოდა. თუ ადამიანს, ოჯახს აქვს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველთვიური შემოსავალი რამდენიმე ათეული ათასი ლარი, ეს უკვე ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს.

რამდენიმე წლის წინ შემოიღეს ასეთი მიდგომა, რომ თუ ამ ბაზაში მყოფი ოჯახის რომელიმე ერთი წევრი მაინც დასაქმდებოდა ღია შრომით ბაზარზე, ან სამეწარმეო საქმიანობის წარმოებას დაიწყებდა, მას 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად უნარჩუნდებოდა ის სარეიტინგო ქულა, რომლითაც თავიდან მოხვდა ამ ბაზაში და არ ხდებოდა 4 წლის განმავლობაში მისი გადამოწმება.

2026 წლიდან ჯავშნებთან დაკავშირებული ეს მიდგომა გაუქმდა, მაგრამ ვინც ამ დრომდე მოასწრო და ეს ჯავშანი მიიღო, ცხადია, ისინი ამ ჯავშანში დარჩებიან და მათი გადამოწმება არ მოხდება“, – აღნიშნა ირინე წაქაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გაიგეთ მეტი დაავადების პრევენციის, რისკ-ფაქტორების, სიმპტომების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights