პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარისამინისტროსაქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი შეიქმნა

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი შეიქმნა

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სტანდარტებთან შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი შეიქმნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუნდის მზადყოფნის შესაფასებლად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე EMT-1-ის საველე, სიმულაციური სწავლება გაიმართა. სწავლების მთავარი მიზანი იყო რეაგირების სისწრაფის, კოორდინაციისა და რესურსების მართვის ეფექტიანობის შემოწმება.

სცენარების ფარგლებში დამუშავდა მასობრივი კატასტროფების პირობები – მათ შორის წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი და ტექნოგენური ავარიები. განხორციელდა დაზარალებულთა ტრიაჟი, გადაუდებელი დახმარების გაწევა და პაციენტების ტრანსპორტირება.

გუნდი, საგანგებო სიტუაციების დროს საველე პირობებში, უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMT) ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ექიმები, პარამედიკოსები, ექთნები, ლოჯისტიკისა და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ჩასვლისთანავე მყისიერად იწყებენ საველე, გადაუდებელი ტიპის ჰოსპიტლის მოწყობას და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტების მიღებას.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გუნდის არსებობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის მზადყოფნას სხვადასხვა ტიპის კრიზისზე ოპერატიული რეაგირებისთვის.

მიხეილ სარჯველაძემ EMT-ს გუნდს მაღალი პროფესიონალიზმისა და ყოველდღიური თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საგანგებო სიტუაციების, ისე – ყოველდღიური სამედიცინო გამოწვევების მართვის პროცესში.

პროექტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება. ვერიფიკაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, EMT-1 გუნდი მიიღებს საერთაშორისო კლასიფიკაციას, რაც მას შესაძლებლობას მისცემს გლობალურ დონეზე იმოქმედოს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  "ჩვენ ერთად ვიბრძოდით მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ" - პროფესორი გიორგი ფხაკაძე WHO-ს სპიკერ მარია ვან კერხოვეს შეხვდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights