პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარიშენი ექიმი„ვერ იქნება უსაფრთხო დანამატი კრეატინი, იმის მიუხედავად რომ მეთოდოლოგიურად გაუმართავი ერთი მეტა-ანალიზი...

„ვერ იქნება უსაფრთხო დანამატი კრეატინი, იმის მიუხედავად რომ მეთოდოლოგიურად გაუმართავი ერთი მეტა-ანალიზი მის უსაფრთხოებას ირწმუნება…“ – ზაზა თელია საზოგადოებას აფრთხილებს

„კრეატინი არ არის დანამატი, რომელიც არის უსაფრთხო“

კრეატინი არ არის დანამატი, რომელიც არის უსაფრთხო“ – ამის შესახებ პოდკასტში Sphero-სფერო, ექიმმა-დერმატოლოგმა, ზაზა თელიამ განაცხადა.

სპეციალისტი ამბობს, რომ კრეატინის მოხმარება ორგანიზმში, იწვევს თირკმლის უჯრედების დაზიანებას:

„კრეატინი არ არის დანამატი, რომელიც არის უსაფრთხო იმიტომ, რომ ერთის მხრივ ფიზიოლოგიურად კრეატინს როდესაც ეგზოგენურად (გარედან) ვიღებთ, მას ახასიათებს დაშლა. კრეატინის დაშლის პროდუქტი არის კრეატინინი, ანუ დეგრადირდება და გარდაიქმნება კრეატინინში. კრეატინინი არის ნივთიერება, რომელიც შეიძლება თირკმელების ფუნქციაზე მოქმედებდეს უარყოფითად, რომელიც როდესაც თირკმელი სხვადასხვა ნივთიერებებს გარდაქმნის, ამ შემთხვევაში წაროიქმნება კრეატინინი და კრეატინინის მომატება სისხლში, იწვევს თირკმლის უკმარისობას“ – ამბობს თელია.

ექიმი-დერმატოლოგი აღნიშნულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს უზიარებს და წერს:

„არამარტო თირკმლის და ღვიძლის დაავადებების რისკი მატულობს, არამედ სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკიც. შესაბამისად ვერ იქნება უსაფრთხო დანამატი კრეატინი, იმის მიუხედავად რომ მეთოდოლოგიურად გაუმართავი ერთი მეტა-ანალიზი მის უსაფრთხოებას ირწმუნება“ – წერს ზაზა თელია
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ფინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიები, რომლებიც ბირთვულ ნარჩენებს ჭამენ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights