პარასკევი, თებერვალი 20, 2026
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძე ფარმაცევტულ სექტორზე: სექტორი არის განწყობილი, მზად და შეგუებული იმას, რომ...

მიხეილ სარჯველაძე ფარმაცევტულ სექტორზე: სექტორი არის განწყობილი, მზად და შეგუებული იმას, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს

სექტორი არის განწყობილი, მზად და შეგუებული იმას, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, – განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიკამენტების ფასებზე საუბრისას.

მინისტრის განმარტებით, ფარმაცევტულ სექტორში მოქმედი კომპანიები აცნობიერებენ, რომ ეს არ არის სფერო, სადაც აბსოლუტურად თავისუფალი ბაზრის პრინციპით იმოქმედებენ.

„უნდა ვთქვა მთლიანად სექტორის სასახელოდ, რომ განწყობა იყო ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური. ყველა აცნობიერებს კარგად, რომ ეს ის სექტორი არ არის, სადაც აბსოლუტურად თავისუფალი ბაზრის პრინციპით იმოქმედებენ, რა ფასადაც იყიდება, იმ ფასად გავყიდი – ასე ვერ იქნება. ამას აცნობიერებს ყველა და არა მხოლოდ დეკლარირებულად ამბობს ამას, არამედ რეალურადაც განწყობა არის და მზად არის სექტორი აღიაროს მაგალითად, რომ ამ დრომდე რაც გაკეთდა იგივე რეფერენტული ფასების მიმართულებით, რომ ეს სწორი პოლიტიკაა და ბუნებრივია არის შესაძლებლობა, რომ ამის ფარგლებშიც ბიზნესმა იმუშაოს, მოგებაზე იმუშაოს, უბრალოდ ეს იყოს ზომიერი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  იცოდით, რომ ცაცხვი სამკურნალო მცენარეა? წაიკითხეთ საოცარი რეცეპტები!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights