პარასკევი, თებერვალი 20, 2026
მთავარისიახლეებიმიხეილ სარჯველაძე: თუკი 5-6 წლის წინ, ონკოლოგიაზე დანახარჯების ბიუჯეტი 50 მილიონი იყო,...

მიხეილ სარჯველაძე: თუკი 5-6 წლის წინ, ონკოლოგიაზე დანახარჯების ბიუჯეტი 50 მილიონი იყო, დღეს ეს რამდენჯერმე გაზრდილია და 300-350 მილიონს აღემატება. ეს დიდი ამბავია პაციენტებისთვის, მათ აქვთ განცდა, რომ შეუძლიათ იმედიანად იყვნენ

ვცდილობთ, რომ უზრუნველყოთ პაციენტისთვის მკურნალობის საუკეთესო მეთოდოლოგია. ერთია ამის არსებობა სახელმწიფოში, მეორე – ფინანსური ხელმისაწვდომობა. ორივე მიმართულებით არის ძალიან კარგი ინიციატივები, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა უპასუხა კითხვასდღეს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა – რას აკეთებს ამ თვალსაზრისით ხელისუფლება?

„თვითონ კლინიკური სექტორი ძალიან ვითარდება, დაწყებული აპარატურითა და მედიკამენტების მომარაგებით, დამთავრებული ექიმების კვალიფიკაციით. ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხითაც არანორმალურად გაზრდილია, რამდენჯერმე გაზრდილია დაფინანსების მოდელი. თუკი ხუთი-ექვსი წლის წინ, სულ 50 მილიონი იყო ბიუჯეტი ონკოლოგიაზე დანახარჯების, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რამდენჯერმე გაზრდილია დღეს და 300-350 მილიონს აღემატება. ეს დიდი ამბავია პაციენტებისთვის და პაციენტებს რეალურად აქვთ განცდა, რომ შეუძლიათ იმედიანად იყვნენ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადრეული დიაგნოსტიკისა და ვაქცინაციის მნიშვნელოვან როლზე კიბოსთან ბრძოლისა და პრევენციის კუთხით.

„მეორე მიმართულებაა სკრინინგისა და ვაქცინაციის მიმართულება. მაგალითად პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ აცრა – როგორ ცნობილია 90-ზე ზევით არის პროცენტის მაჩვენებელი საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზთა შორის პაპილომა ვირუსი. აცრა კონკრეტულ ასაკში აზღვევს ამ ვირუსის გავრცელებისგან 90 პროცენტზე მაღალი ალბათობით. ეს ნიშნავს იმას, რომ რესურსი არსებობს ამ აცრებით, რომ პრაქტიკულად ეს პრობლემა გადაიჭრას ერთხელ და სამუდამოდ. ამას წახალისება სჭირდება.

კიბოს შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკა პრაქტიკულად ნიშნავს უდავო განკურნებას. არის პოზიტიური დინამიკა, უბრალოდ ეს არ არის ის თემა, რომელზედაც ოდესმე შეიძლება კმაყოფილი ვიყო. ყოველთვის მინდა მეტი, ტემპი არ არის ისეთი, რომელსაც ვისურვებდი რომ იყოს. საზოგადოებას ვერ ვაიძულებთ აცრას, ან სკრინინგზე მისვლას, მაგრამ გარკვეული მექანიზმები რომ უნდა შემოვიდეს, ამაში დარწმუნებული ვარ. პირველ და მეორე სტატიაზე იდენტიფიცირებული კიბო, პრაქტიკულად ეს არის უპრობლემოდ მართვადი. რაც შეეხება მესამე-მეოთხეს – ეს შედარებით ართულებს ამოცანას, თუმცა იქაც ძალიან კარგი მაჩვენებლები გაჩნდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

  რომელი ნატურალური პროდუქტები გვეხმარება გულძმარვის წინააღმდეგ ბრძოლაში?

 

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights