ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
მთავარისხვა-ამბებიმერია, ერთი პაციენტისთვის 10-დან 235 ათას ლარამდე გამოყოფს - ცნობილია ვის შეეხება...

მერია, ერთი პაციენტისთვის 10-დან 235 ათას ლარამდე გამოყოფს – ცნობილია ვის შეეხება დაფინანსება

მიმდინარე წლის პირველი მაისიდან თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას ფილტვის კიბოს სკრინინგიც დაემატება, რასაც ასევე მუნიციპალიტეტი დააფინანსებს, – ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის მერია სიმსივნური დაავადებების როგორც სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერია ამ ვერაგ სენთან ბრძოლაში მუდმივად მოსახლეობის გვერდით დგას და სიმსივნური დაავადებების როგორც სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება. ბიუჯეტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებას. გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველას დავეხმარებით, გვერდით დავუდგებით. ამ დამოკიდებულებაზე მეტყველებს თუნდაც 2026 წლის ბიუჯეტი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი სახით არის წარმოდგენილი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, ადმინისტრირებას უწევს „დაავადებათა სკრინინგის“, „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის“ და „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამებს, ასევე, „სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, აფინანსებს ონკოპაციენტების სხვადასხვა მოთხოვნას.

„დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, სრულად ფინანსდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტული კიბოს სკრინინგი და პროსტატისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტები. პროგრამის მიზანია დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება. 2025 წელს „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში 150 367 შემთხვევა დაფინანსდა, აქედან დიდი წილი – 142 203 თბილისის მერიის „ეროვნულ სკრინინგ ცენტრზე“ მოდის. უახლოეს მომავალში, „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას მეექვსე სახის კვლევა – ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც ასევე სრულად დაფინანსდება. აღნიშნული პროგრამა 1-ელი მაისიდან ამოქმედდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

  სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის მეორე ეტაპი იწყება

„ძვლის ტვინის გადანერგვის“ პროგრამაზე საუბრისას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს 100-მდე შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში, დაახლოებით, 7 700 000 ლარი გადაირიცხა.

მისი თქმით, თბილისის მერია, ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10-დან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს.

„2025 წელს ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები 347 მოქალაქეს დაუფინანსდა. ერთი მოქალაქის მიერ მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, მერიის მიერ მინიმუმ 24 750 და მაქსიმუმ 70 110 ლარი გაიცემა. თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამების მიზანი მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენა–გახანგრძლივება და მათი ფინანსური ტვირთის შემსუბუქებაა.  პირველ რიგში, მინდა, ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, იცოდეთ, რომ მუნიციპალიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველანაირად დაგიდგებათ გვერდში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2026 წლის ბიუჯეტი, ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით,  46 122 590 ლარია.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights