სამშაბათი, მაისი 5, 2026
მთავარიშენი ექიმირატომ რთავს სხეული ცრუ განგაშს, როცა საფრთხე არ არსებობს?

რატომ რთავს სხეული ცრუ განგაშს, როცა საფრთხე არ არსებობს?

რატომ რთავს სხეული ცრუ განგაშს, როცა საფრთხე არ არსებობს?

რატომ გადადის ორგანიზმი თვითგადარჩენის რეჟიმში უმიზეზოდ? ყველაფერი შფოთვასა და პანიკურ შეტევებზე…
წარმოიდგინეთ სცენა: თქვენ მშვიდად ზიხართ ტელევიზორთან, როცა უცებ გრძნობთ გულის ერთ „ამოვარდნას“ (ექსტრასისტოლა) ან მსუბუქ აჩქარებას. მაშინვე გაგიელვებთ ფიქრი – ,,მგონი, გულის შეტევა მეწყება!“ ,,მგონი, გული მიჩერდება!“ სწორედ ეს ერთი ფიქრი ხდება კატალიზატორი: ტვინი მყისიერად რთავს განგაშის ღილაკს და რამდენიმე წამში თქვენ უკვე სრული პანიკური შეტევის ეპიცენტრში ხართ.
ეს მდგომარეობა ადამიანს აიძულებს იფიქროს, რომ ის ან გიჟდება, ან კვდება. მოდით, ჩავუღრმავდეთ ამ პროცესს:
1. ბიოლოგიური „ცრუ განგაში“
ჩვენს ტვინში არსებობს პატარა უბანი – ამიგდალა (ნუშისებრი სხეული), რომელიც პასუხისმგებელია საფრთხის ამოცნობაზე. ევოლუციურად, ეს მექანიზმი გვეხმარებოდა გადარჩენაში, მაგრამ დღეს ის ხშირად „ცრუობს“ და უმიზეზოდ აქტიურდება.
2. რატომ გვიჩქარდება გული და გვეკვრება სუნთქვა?
ტაქიკარდია: გული გადადის „ფორსაჟის“ რეჟიმში, რათა კუნთებს მეტი სისხლი მიაწოდოს. ის სრულიად ჯანსაღად მუშაობს უბრალოდ, ტვინისგან მიღებულ ბრძანებას ასრულებს
ჰაერის უკმარისობა: პანიკისას ვიწყებთ ხშირ სუნთქვას. სისხლში ირღვევა ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ბალანსი, რაც იწვევს თავბრუსხვევასა და „დახრჩობის“ ილუზიას.
დაბუჟება და კანკალი: სისხლი მიედინება დიდი კუნთებისკენ, რის გამოც კიდურები ნაკლებ სისხლს იღებს, ეს იწვევს ჩხვლეტის შეგრძნებას.
3. ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი
პანიკის სიმპტომები ხშირად ძლიერდება, როცა ორგანიზმში გარკვეული მიკროელემენტები აკლია:
მაგნიუმი: მისი ნაკლებობა ზრდის ნერვული სისტემის აგზნებადობას.
ვიტამინი B12: დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და დაბუჟება.
ვიტამინი D: დაბალი დონე პირდაპირ ასოცირდება შფოთვით აშლილობასთან.
რკინა (ანემია): იწვევს გულის აჩქარებას, რაც ხშირად აღიქმება როგორც პანიკა.
პანიკის ხშირი შეტევებისას სასურველია შეამოწმოთ: სისხლის საერთო ანალიზი, B12, D ვიტამინი, ფერიტინი და ელექტროლიტები.
4. ნაწლავის მიკრობიომი – „მეორე ტვინი“ (Gut Brain Axis)
ჩვენი „ბედნიერების ჰორმონის“, სეროტონინის 90%-ზე მეტი სწორედ ნაწლავებში იწარმოება. როცა მიკრობიომი დარღვეულია (დისბიოზი), ეს პირდაპირ ასტიმულირებს შფოთვას.
რას მივაქციოთ ყურადღება: პრობიოტიკები, ბოჭკოვანი საკვები და შაქრის შემცირება პირდაპირ აისახება თქვენს მენტალურ სიმშვიდეზე.
5. ვარჯიში – შფოთვის ბუნებრივი ანტიდოტი.
რეგულარული მოძრაობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია შფოთვის წინააღმდეგ:
ანეიტრალებს სტრესს: ამცირებს ადრენალინს და კორტიზოლს,
გვაჩვევს პულსს, ვარჯიშისას გულის აჩქარება გვასწავლის, რომ ტაქიკარდია საშიში არ არის, არამედ ნორმალური რეაქციაა.
თუ პანიკა გაქვს, მსუბუქი სეირნობა ყველაზე სწრაფად „ხარჯავს“ დაგროვილ ადრენალინს.
6. ძილი, კოფეინი და რეგენერაცია
ძილი:
ძილის ქრონიკული ნაკლებობა მნიშვნელოვნად ზრდის პანიკის რისკს, რადგან ტვინი ხდება ჰიპერმგრძნობიარე.
კოფეინი: ჭარბი კოფეინი (ყავა, ენერგეტიკები) მნიშვნელოვნად ზრდის პალპიტაციას და პანიკის რისკს, რადგან ის ხელოვნურად ასტიმულირებს ნერვულ სისტემას.
7. როდის მივმართოთ ექიმს?
არსებობს ნიშნები, რომელთა დროსაც აუცილებელია პროფესიონალური გამოკვლევა (ეკგ, ექო):
  • თუ შეტევებს ახლავს გონების დაკარგვა.
  • თუ გაქვთ ძლიერი, მუდმივი ტკივილი მკერდში (15-20 წთ+).
  • თუ ტკივილი ვრცელდება მარცხენა ხელში, მხარში ან ყბაში.
  რა არის ვირუსი და რომელი ვირუსები გვხვდება ყველაზე ხშირად? - ყველაზე გავრცელებული ვირუსები
8. როგორ დაეხმაროთ საკუთარ თავს?
მართეთ სუნთქვა: ჩაისუნთქეთ 4 წამი, გააჩერეთ 2 წამი, ამოისუნთქეთ 6 წამი.
აღიარეთ თქვენი მდგომარეობა: უთხარით საკუთარ თავს: „ეს უბრალოდ ადრენალინია, მე არ ვკვდები, ეს მალე გაივლის“.
თერაპია: კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) ეხმარება ადამიანს შიშის მარყუჟის გარღვევაში.
პანიკა განკურნებადია. ეს არ არის განაჩენი. სწორი თერაპიით, ბიოქიმიური ბალანსის აღდგენითა და საკუთარი სხეულის მუშაობის პრინციპების გაგებით, ადამიანების უმრავლესობა სრულად ბრუნდება ნორმალურ, მშვიდ ცხოვრებას.
წერს თორნიკე ნონიაშვილი
შეიძლება იყოს ტელევიზია გამოსახულებაშეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „FIGHT OR FIGHTORFLIGHT FLIGHT RESPONSE HYPOTHALAMUS Brain Activates Nervous System Hypothalamuso Pituitary Gland Activates Cortic Cortic Systemb Releasing CRF Activates Adrenal Medulla Releases Norepinephrine PituitaryGland Gland Pituitar DEmone Releases Hormones Relenses Epinephrine Impulses Muscles Arrives Bloodstream Adrenal Glands Appronimately 0Hormones Kidney Neural Activity Combines with Hormonesi the Bloodstream BRAIN Signals Adrenal Glands LƯNGS Fast Breathing Pupils Dilate MUSCLES Tense LIVER ConvertsC Glyeogen Glucose HEART Acceleration ADRENAL ADRENALGLANDS GLANDS Produce Hormobes BLADDER Relaxation STOMACH Slow Digestion MNH HAIRSHAFT Becomes Ereet“ გამოსახულება
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights