ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
მთავარისიახლეებიტვინის ჯანმრთელობის მსოფლიოს პირველი ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ნევროლოგიის...

ტვინის ჯანმრთელობის მსოფლიოს პირველი ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალექსანდრე ცისკარიძემ

ტვინის ჯანმრთელობის მსოფლიოს პირველი ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალექსანდრე ცისკარიძემ.

პარიზის ტვინის ჯანმრთელობის ინსტიტუტმა დაარსების 15 წელი ტვინის ჯანმრთელობის საერთაშორისო ფორუმით აღნიშნა, რომელმაც ერთი მიზნის გარშემო გააერთიანა მეცნიერები, ჯანდაცვის ექსპერტები და ექიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ტვინის ჯანმრთელობა XXI საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად იქცა. ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებები დღეს კაცობრიობის მესამედზე მეტს ეხება, რაც ამ სფეროს მიმართ უპრეცედენტო ინტერესსა და საერთაშორისო ყურადღებას განაპირობებს.
ღონისძიება გაიმართა ამა წლის 14–16 იანვარს. სამდღიანი ფორუმი პარიზის ტვინის ინსტიტუტში გაიხსნა, მუშაობა იუნესკოს შტაბ-ბინაში გაგრძელდა და საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიულ შენობაში დასრულდა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს გაბრიესუსმა, ავსტრიის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰანს ფიშერმა, საფრანგეთის მეცნიერებათა და განათლების მინისტრმა ფილიპ ბაპტისტმა, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნესკოს უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა.
პარიზის ტვინის ინსტიტუტის მოწვევით ფორუმის მუშაობაში მსოფლიოს წამყვან ნეირომეცნიერებთან, ნევროლოგებთან და ფსიქიატრებთან ერთად მონაწილეობას იღებდა პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების ერთადერთი წარმომადგენელი.
პანელურ დისკუსიაში, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ტვინის დაავადებების მკურნალობის გამოწვევებსა და პერსპექტივებს დაეთმო, ქართველმა ნევროლოგმა საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა უნიკალური ხედვა ევროპისა და აზიის, გლობალური ჩრდილოეთისა და გლობალური სამხრეთის გადაკვეთის წერტილიდან, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონს და, პირველ რიგში, საქართველოს ტვინის ჯანმრთელობის სფეროში გამორჩეულ ადგილად აქცევს. აღნიშნული პერსპექტივა ფართო დისკუსიის საგანი გახდა და პრაქტიკულად სრულად იქნა მოწონებული ფორუმის მონაწილეთა მიერ.
მნიშვნელოვანი ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.facebook.com/reel/1408848541252357
შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, სიახლეთა განყოფილება, ფიცარნაგი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „SUS Q ICM Institute ParisBrain Brain Paris G We support the Sustainable Develop“ გამოსახულება
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  გიორგი ფხაკაძე: „მივესალმები, რომ ევროპული რეგულაციები დაინერგება საქართველოში“ - რა აიკრძალება საქართველოში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights