სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიშეიძლება თუ არა სტრესის მართვის სწავლა - ,,ვცადოთ, არ დავკარგოთ კონტროლი საკუთარ...

შეიძლება თუ არა სტრესის მართვის სწავლა – ,,ვცადოთ, არ დავკარგოთ კონტროლი საკუთარ თავზე და არ მივანდოთ ჩვენი ემოციების მართვა გარემოს, აგრესიულ და ტოქსიკურ ადამიანებს” – ფსიქიატრი

,,ვცადოთ, არ დავკარგოთ კონტროლი საკუთარ თავზე და არ მივანდოთ ჩვენი ემოციების მართვა გარემოს, აგრესიულ და ტოქსიკურ ადამიანებს” – ლაშა კილაძე, ფსიქიატრი

ფსიქიატრი ლაშა კილაძე გადაცემაში “ახალი დღე” საუბრობს, შეიძლება, თუ არა სტრესის მართვის სწავლა და როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი რთულ პერიოდს:

„როცა ვაცნობიერებთ, რა შეგვიძლია შევცვალოთ და რა — არა, ბევრად იოლი ხდება ემოციების მართვა. კარგია, თუ ყოველდღიურ სიტუაციებს ამ პრიზმიდან შევხედავთ. ჩვენი გრძნობების მართვა არ უნდა დავუთმოთ აგრესიულ ან არაჯანმრთელად მოქმედ ადამიანებს — ამ უნარის შენარჩუნება ჩვენი სიმშვიდისა და ძალისბრუნვის მთავარი საფუძველია. ვეცადოთ, რომ ჩვენი ემოციები ამასთან დაკავშირებით ვაკონტროლოთ. ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, ყოველდღიურ მოცემულობას ამ კუთხით შევხედოთ და ვცადოთ, რომ საკუთარ თავსა და ემოციებზე კონტროლი არ დავკარგოთ და ჩვენი ემოციების მართვა გარემოსა და აგრესიულ, ტოქსიკურ ადამიანებს არ მივანდოთ. სტრესებისგან თავის არიდების კუთხით, მერწმუნეთ, ძალიან ეფექტურად მუშაობს. ამას განუსაზღვრელი დროის პერიოდი არ სჭირდება. ეს, დაახლოებით, 4-5-კვირიანი მოცემულობაა შეძლებისდაგვარად, ემოციებზე კონტროლის მოპოვებისა. როგორც კი ჩვენ ამას მივაღწევთ, ფიზიკურად, სულიერად, ჰარმონიულად ვიგრძნობთ. შინაგანი სამყარო ბევრად უფრო კომფორტული გახდება. როგორც კი ამ ტექნიკებს მივხედავთ, როგორც კი ამ ტალღაზე დავდგებით (ის პერიოდი, რაც ვახსენე – 4-5 კვირა), მერე უკვე ეს ჩვევაში გადადის, ჩვენი ყოველდღიურობა ხდება და უკვე მარტივია.“

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კოვიდის აფეთქება ამერიკაში, ყოველ დღე მილიონი შემთხვევა ფიქსირდება - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights