კვლევით დადასტურდა, ბაქტერიები, ზეთი და ჭუჭყი მუდმივად ხვდება მისი მომხმარებლების ორგანიზმში – 3000-ჯერ მეტი მიკრობია, ვიდრე საზოგადოებრივ ტუალეტში

ელექტრო სიგარეტის გავლენა ახალგაზრდების კანზე და კბილებზე
#post_seo_title

ბრიტანელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ვეიპის მუნდშტუკის თბილი, ნოტიო გარემო ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლების იდეალური გარემოა. ყოველი მოწევა და ყოველი შეხება ჭუჭყის ახალ რაოდენობას ამატებს.

როგორც Dailymail-ი წერს, ექსპერტებმა ელექტრონული სიგარეტის მუნდშტუკზე 3000-ჯერ მეტი მიკრობი აღმოაჩინეს, ვიდრე ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ტუალეტზე. გარდა ამისა, ვეიპებზე შეიძლება წარმოიქმნას ბიოფილმები – მიკრობული თემების მკვრივი, ლორწოვანი სტრუქტურები, რომელთა მოშორებაც რთულია.

ექსპერტების განმარტებით, ტელეფონების მსგავსად, ვეიპებიც მუდმივად დევს მაგიდებზე, ჯიბეებსა და სხვა ზედაპირებზე. შედეგად: ბაქტერიები, ზეთი და ჭუჭყი მუდმივად ხვდება მისი მომხმარებლების ორგანიზმში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  190-ზე მეტი ობიექტის ვეტერინარული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5 დარღვევა გამოვლინდა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ