სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებიექიმების მისვლის მომენტში პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა - თბილისის სასწარფო დახმარების...

ექიმების მისვლის მომენტში პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – თბილისის სასწარფო დახმარების ექიმებმა მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს

თბილისის სასწარფო დახმარების ბრიგადამ, გადაარჩინა მამაკაცის სიცოცხლე, რომელიც ქუჩაში ცუდად გახდა და ექიმების მისვლის მომენტში პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გვერდი “შენი სიცოხლის გადასარჩენად”  წერს.

“თბილისის 1-ლი რაიონული სამსახურის 0139 ბრიგადამ ქუჩის გამოძახება ლოზუნგით – “უგონო” მიიღო.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუჩაში შუა ხნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ.

ადგილზე მყოფების გადმოცემით მამაკაცი ქუჩაში გადაადგილდებოდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და დაეცა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა.

ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებეული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება. მონიტორზე დაფიქსირდა პულსგარეშე ელექტრული აქტივობა. უწყვეტად ტარდებოდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, რის შედეგაც წამოვიდა პულსი. ექიმმა დაუყოვნებლივ დაიწყო ჰოსპიტალიზაციის პროცესი. გზაში მამაკაცის გული ისევ გაჩერდა, მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, სამედიცინო ბრიგადის წევრებს დასჭირდათ ელექტროშოკის და ადრენალინის გამოყენება. ფორს-მაჟორულ სიტუაციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით უახლოეს კლინიკაში შეიყვანა.

ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს და კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.#გვეამაყებაექიმი ნინო ქუფარაშვილიუმცროსი ექიმი მანანა მაღრაძემძღოლი არჩილ კვეზერელი”, – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
   სიახლე ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში! - უახლესი მეთოდით მკურნალობის ტრადიცია გრძელდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights