პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარისამინისტროთანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტისთვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტისთვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო სფეროში, წამყვანი საერთაშორისო კლინიკებისა და უნივერსიტეტების პროფესორებსა და ექსპერტებს შეხვდა.

მათ შორის იყო ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბარონი ჟან-ლუის ვინსენტი, რომელმაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტისთვის გაუმჯობესებული სერვისის მიწოდებაზე გაამახვილა ყურადღება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში სამედიცინო სექტორის კიდევ უფრო განვითარებას.

შეხვედრის მონაწილეებმა სამედიცინო განათლების, პროფესიული განვითარების, პაციენტთა მოვლის მეთოდების გაუმჯობესების, რეანიმაციული პაციენტების მართვის და სხვა საკითხების მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  "ერთ თვეში ზედიზედ ორი უმძიმესი ვირუსი..." - რა ინფორმაციას ავრცელებს ანრი ჯოხაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights