პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარიშენი ექიმი„ნევროზი“, შფოთვა და გული: სად გადის ზღვარი და როგორ მოქმედებს სტრესი ჩვენს...

„ნევროზი“, შფოთვა და გული: სად გადის ზღვარი და როგორ მოქმედებს სტრესი ჩვენს წნევასა და პულსზე?

„ნევროზი“, შფოთვა და გული: სად გადის ზღვარი და როგორ მოქმედებს სტრესი ჩვენს წნევასა და პულსზე?

ჩვენს კულტურაში სიტყვა „ნევროზს“ ხშირად ვიყენებთ, როცა გვინდა, აღვწეროთ მუდმივი დაძაბულობა, შფოთვა, უძილობა ან გაღიზიანებადობა.
ბევრი ამ მდგომარეობას „მოშლილ ნერვებად“ აღიქვამს, თითქოს ეს მხოლოდ ჩვენს ფიქრებში ხდება და რეალურ სხეულზე გავლენას არ ახდენს.
სინამდვილეში, ქრონიკული სტრესი და შფოთვა არ არის მხოლოდ ემოცია. ეს არის რეალური, ფიზიკური და ბიოქიმიური პროცესი, რომელიც პირდაპირ ურტყამს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ( და არა მარტო)
მოდით, „გავიაზროთ“, რა ხდება სინამდვილეში.
და მაინც რა ხდება სხეულში სტრესის დროს?
  • ჩვენ ძირითადად ვნერვიულობთ ოჯახური, სამსახურეობრივი, ფინანსური და პირადი პრობლემების გამო. ეს სია შეიძლება უსასრულო იყოს თუმცა ჩვენი ტვინი არ აკვირდება იმას თუ რა არის ნერვიულობის შინაარსი. ის ამ ყველაფერს აღიქვამს, როგორც საფრთხეს. ამ დროს ორგანიზმი რთავს გადარჩენის მექანიზებს , რომელიც ადამიანის უძველესი თვისებაა.
თირკმელზედა ჯირკვალი სისხლში გამოყოფს სტრესის ჰორმონებს: ადრენალინს და კორტიზოლს.
ეს ჰორმონები სხეულს „საბრძოლველად“ ამზადებენ: გული იწყებს აჩქარებულ მუშაობას, წნევა იმატებს, კუნთები იძაბება.
პრობლემა ისაა, რომ თანამედროვე სტრესი ხშირად ხანგრძლივია, რამეთუ XXI საუკუნის ადამიანს კომპლექსური პრობლემები აქვს. ის შეიძლება თვეები და წლები გაგრძელდეს. ამ დროს სტრესი ხდება ქრონიკული. სტრესის განცდის მთელ პერიოდში ჩვენი სხეული მუდმივ „საბრძოლო მზადყოფნაშია“. ორგანიზმი სასვეა კორტიზოლით. ეს იგივეა, რომ ავტომობილი თვეების მანძილზე გაუჩერებლად ვატაროთ. ძრავა ვერ აიტანს უნორმო დატვირთვას და გაჩერდება.
როგორ აზიანებს ქრონიკული სტრესი გულსა და სისხლძარღვებს?
ჰიპერტენზია (მაღალი წნევა):
მუდმივად მომატებული კორტიზოლი და ადრენალინი იწვევს სისხლძარღვების ქრონიკულ შევიწროებას (სპაზმს). გულს უწევს, მეტი ძალით იმუშაოს, რათა სისხლი ამ ვიწრო სისხლძარღვებში გაატაროს. ეს პირდაპირი გზაა ჰიპერტენზიის განვითარებისა და გამწვავებისკენ.
არითმია („გულის ფრიალი“):
ადრენალინი პირდაპირ მოქმედებს გულის რიტმზე და აჩქარებს მას. სწორედ ამას ვგრძნობთ ჩვენ, როგორც „გულის ფრიალს“, „გამოვარდნას“ ან აჩქარებულ პულსს. შფოთვითი აშლილობისას ეს ძალიან ხშირი სიმპტომია.
ინფარქტის რისკის გაზრდა:
ქრონიკული სტრესი ორგანიზმში იწვევს სისტემურ ანთებას. ეს ანთება კი, თავის მხრივ, ჩვენს მიერ უკვე განხილულ ათეროსკლეროზულ ფოლაქებს (ქოლესტერინის ნადებს სისხლძარღვის კედელზე) ხდის არასტაბილურს და ზრდის მათი გასკდომისა და თრომბის წარმოქმნის რისკს, რაც ინფარქტის პირდაპირი მიზეზია.
მთავარი კითხვა: რაც მჭირს „ნევროზია“ თუ რეალური გულის პრობლემაა?
ეს არის კითხვა, რომელზეც პაციენტი საკუთარ თავს თავად ვერ უპასუხებს.
„გულის ფრიალი“ შეიძლება იყოს როგორც შფოთვით გამოწვეული “უწყინარი” არითმია, ასევე სიცოცხლისთვის საშიში მოციმციმე არითმია (რომელიც ინსულტს იწვევს).
არასდროს არ დააბრალოთ მსგავსი სიმპტომები „უბრალოდ ნერვებს“ ექიმის კონსულტაციის გარეშე.
რა უნდა გააკეთოთ?
  • თუ გაწუხებთ „გულის ფრიალი“ ან სხვა სიმპტომები, პირველ რიგში, მიმართეთ კარდიოლოგს. ის ჩაგიტარებთ ეკგ-ს (ელექტროკარდიოგრამას) ან ჰოლტერის მონიტორინგს (24-საათიან ჩანაწერს).
  • თუ კარდიოლოგიური პრობლემა გამოირიცხა, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სიმპტომები ნამდვილად შფოთვითაა გამოწვეული და საჭიროა მიმართოთ ნევროლოგს ან ფსიქოთერაპევტს სტრესის მართვისთვის.
  • თუ კარდიოლოგიური პრობლემა დადასტურდა, ექიმი დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
  ისტორიული გადაწყვეტილება - პირველი GLP-1 აბი, სპეციალურად სიმსუქნისთვის
დასკვნა
ჩვენი ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა განუყრელი მეგობრები არიან. სტრესის მართვა (ძილის მოწესრიგება, მედიტაცია, ვარჯიში) ისეთივე მნიშვნელოვანია გულის ჯანმრთელობისთვის, როგორც წნევის წამლის მიღება ან კვების კონტროლი.
თუ დადასტურებული ნევროზი გაქვთ ეცადეთ გაამხნევოთ საკუთარი თავი. ამაში ზურა მხეიძის ვიდეო ლექციები დაგეხმარებათ!
თქვენ თუ გიგრძვნიათ, როგორ მოქმედებს სტრესი თქვენს პულსსა და წნევაზე?
წყარო: გაიაზრე მედიცინა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights