შაბათი, იანვარი 17, 2026
მთავარისამინისტრო„დღე-დღეზე ველოდებით, რომ „ნოვო ნორდისკი“ შეასრულებს თავის დაპირებებს და მოგვაწვდის იმ დარჩენილი...

„დღე-დღეზე ველოდებით, რომ „ნოვო ნორდისკი“ შეასრულებს თავის დაპირებებს და მოგვაწვდის იმ დარჩენილი ინსულინის დოზას, რომელიც ჩვენ ბავშვებს სჭირდება“ – ზაზა ლომინაძე

„სახელმწიფო პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი შვილების ინსულინით უზრუნველყოფას, არაფერი ემუქრება მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ 2013 წელს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა დაიწყო“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციონერ კოლეგებს ისევე, როგორც მედიას მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შეხვდა როგორც ენდოკრინოლოგებს, ასევე, ბავშვების მშობლებს და არაერთი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემა წარმოიშვა საქართველოში „ნოვო ნორდისკის“ ინსულინის შემოტანასთან დაკავშირებით.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფოსა და მწარმოებელ კომპანიას შორის ხელშეკრულება დადებულია რამდენიმე წლის წინ. ამასთან, წლევანდელი ხელშეკრულება დათარიღებულია 14 აპრილით, თუმცა ხელშეკრულებას მომწოდებელი კომპანია პრაქტიკულად ყოველთვიურად არღვევს.

ზაზა ლომინაძის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ოქტომბრის თვეში პირადად იმყოფებოდა დანიაში, მომწოდებელ კომპანიასთან, რათა დროულად მომხდარიყო ამ ფორმის ინსულინის მოწოდება საქართველოში.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, დღეს სახელმწიფოში არსებობს მეორე ინსულინი, რომლითაც სრულად უზრუნველყოფილი არიან ბავშვები და ღებულობენ სათანადო მკურნალობას.

„დღე-დღეზე ველოდებით, რომ „ნოვო ნორდისკი“ შეასრულებს თავის დაპირებებს და მოგვაწვდის იმ დარჩენილი ინსულინის დოზას, რომელიც ჩვენ ბავშვებს სჭირდება“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „25 000-ლარიანი ლიმიტის ფარგლებში, სამედიცინო სერვისი, სხივური თერაპია და ის გამოკვლევები დაიფარება, რომელიც ონკოპაციენტს ესაჭიროება“ - გაბუნია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights