ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შვეიცარიულ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში არსებულ გამოწვევები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს ფარმაცევტული ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წამლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ინოვაციური სამკურნალო საშუალებების დანერგვაზე.
მინისტრის განცხადებით, კერძო სექტორთან ეფექტური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პაციენტებს ჰქონდეთ ხარისხიან და ინოვაციურ მედიკამენტებზე წვდომა, რაც საბოლოოდ, გაზრდის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მდგრადობასა და ეფექტიანობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებიც განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს, საქართველოში, ინოვაციური ჯანდაცვის პროექტების განხორციელებას.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
Dr. Giorgi Pkhakadze. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წამლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და ინოვაციური სამკურნალო საშუალებების დანერგვაზე [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/10/24/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94-5/
sheniekimi.ge
