პარასკევი, აპრილი 17, 2026
მთავარიშენი ექიმი„აღიარებული შხამია - გარკვეული დანამატებიც აქვს, ცხელდება და წარმოქმნის საკმაოდ სერიოზულ ტოქსინებს“

„აღიარებული შხამია – გარკვეული დანამატებიც აქვს, ცხელდება და წარმოქმნის საკმაოდ სერიოზულ ტოქსინებს“

„პირველი არხი“ ელექტრონულ სიგარეტთან დაკავშირებით ტოქსიკოლოგ მარინა გიორგობიანის მოსაზრებას გვაცნობს.

სპეციალისტი მიუთითებს დიდ საშიშროებაზე, რომელიც ელექტრონული სიგარეტის მოწევას ახლავს თან:

„ელექტრონულ სიგარეტში არის ფორმალდეჰიდი, რომელიც აღიარებული შხამია. არომატიზებული სითხე, რომელიც პოლიგლიკოლს და გლიცერინს შეიცავს, რომელსაც გარკვეული დანამატებიც აქვს, ცხელდება და წარმოქმნის საკმაოდ სერიოზულ ტოქსინებს, ანუ შხამებს, რომლებიც ორგანიზმზე მავნე ზემოქმედებას ახდენენ. ის ნივთიერებები, რომლებიც ელექტრონული სიგარეტის მოხმარების დროს წარმოიქმნება, აზიანებს, პირველ რიგში, პირის ღრუს ლორწოვან გარსს, შესაძლოა, გამოიწვიოს ზედა სასუნთქი სისტემების დაზიანება, ფილტვების დაზიანება და უფრო მეტად საშიშია ის, რომ ზრდის ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნის რისკებს…“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  მომავალ თაობებს შეეძლებათ იცხოვრონ 150 წლამდე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights