ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძემ ელჩს წარმატებები უსურვა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და სოციალური დაცვის რეფორმები.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის მტკიცე და მეგობრული დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და მომავალში უფრო ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და სოციალური დაცვის რეფორმები [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/10/17/%e1%83%9b%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%90%e1%83%93/
sheniekimi.ge
