კვირა, ნოემბერი 16, 2025
მთავარისამინისტრომხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება...

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და სოციალური დაცვის რეფორმები

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიხეილ სარჯველაძემ ელჩს წარმატებები უსურვა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და სოციალური დაცვის რეფორმები.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის მტკიცე და მეგობრული დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და მომავალში უფრო ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ჯანდაცვის სამინისტრო კომპენსაციებთან დაკავშირებით რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ვინაობასა და გადაწყვეტილებას კონფიდენციალურს ტოვებს“-ილია ღუდუშაური
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights