სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმირა რაოდენობის ყურძენი უნდა მიიღონ ბავშვებმა? -ინგა მამუჩიშვილის რჩევა მშობლებს

რა რაოდენობის ყურძენი უნდა მიიღონ ბავშვებმა? -ინგა მამუჩიშვილის რჩევა მშობლებს

რა რაოდენობის ყურძენი უნდა მიიღონ ბავშვებმა? ამას პედიატრი ინგა მამუჩიშვილი დეტალურად განმარტავს.

შემოდგომის სეზონზე,როცა უხვად არის ყურძენი ბუნებრივია მშობლებს აინტერესებთ მისი სარგებელი ბავშვისთვის და კვებაში შეტანის ასაკობრივი ვადები… ყურძენი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ხილია ბავშვისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის და როგორ შევთავაზოთ, რომ უსაფრთხო და სასარგებლო იყოს!!!

ყურძენი მდიდარია – ვიტამინებითა და მინერალებით — შეიცავს:

ვიტამინ C-ს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას, ვიტამინ K, სისხლძარღვოვანი სისტემისთვის და ძვლების განვითარებისთვის, პოტასიუმი – ეხმარება გულისა და კუნთების სწორად მუშაობაში.

მდიდარია ანტიოქსიდანტებით (რეზვერატროლი, ფლავონოიდები) – იცავს უჯრედებს დაზიანებისგან და ხელს უწყობს ტვინის განვითარებას.

ბოჭკოები – აუმჯობესებს მონელებას და ხელს უშლის ყაბზობას.

ბუნებრივი ენერგიის წყაროა – შეიცავს ბუნებრივ შაქრებს (გლუკოზა, ფრუქტოზა), რაც კარგია აქტიური ბავშვებისთვის.

ყურძენი შეიძლება მივცეთ ბავშვს დაახლოებით 10 თვის ასაკიდან, როცა ბავშვი უკვე ჭამს სხვა რბილ ხილს (მაგალითად, ბანანი, მსხალი).

თავიდან მიეცით გარეცხილი და დაჭყლეტილი ან პიურედ ქცეული ყურძენი — მხოლოდ მცირე რაოდენობით.
დიდი დოზით ყურძენი არასოდეს მისცეთ პატარა ბავშვს (განსაკუთრებით 3 წლამდე)

როგორ შევთავაზოთ უსაფრთხოდ: მოხარშეთ ან ოდნავ დაჭყლიტეთ ყურძენი და გაათავისუფლეთ წიბწებისგან.

1 წლიდან შეგიძლიათ მიაწოდოთ ოთხ ნაწილად გაჭრილი მარცვალი;

3 წლიდან ბავშვი უკვე შეძლებს მთლიანი, მარცვლის მიღებას!! ყურძენი ტკბილია, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით მიცემა არ არის რეკომენდებული (შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი,ღებინება,შებერილობა!! საგულდაგულოდ გარეცხეთ, რადგან ზედაპირზე ხშირად რჩება პესტიციდები“, – წერს პედიატრი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ალერგია და ჰაერის დაბინძურება - რა არის ჰაერის დამაბინძურებლები PM2.5 და PM10 ? როგორ იწვევს PM2.5 და PM10 ნაწილაკები ალერგიას?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights