სამშაბათი, მაისი 5, 2026
მთავარიბლოგიJohnson’s Baby - საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ფარმაცევტულ ქსელში – PSP – დღესაც...

Johnson’s Baby – საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ფარმაცევტულ ქსელში – PSP – დღესაც იყიდება პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა კომპანიამ, Johnson & Johnson-მა, უკვე გლობალურად ამოიღო ბაზრიდან

კიბოსთან დაკავშირებული Johnson’s Baby Powder კვლავ PSP-ს თაროებზე – სად არის სახელმწიფო?

საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ფარმაცევტულ ქსელში – PSP – დღესაც იყიდება პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა კომპანიამ, Johnson & Johnson-მა, უკვე გლობალურად ამოიღო ბაზრიდან. საუბარია Johnson’s Baby Powder-ზე (ტალკის ფხვნილი, 200 გრამი), რომლის მიმართაც ათიათასობით სარჩელია შეტანილი ამერიკასა და ევროპაში.
რა ხდება მსოფლიოში?
• Johnson & Johnson-მა ჯერ აშშ-ში და კანადაში (2020 წელს), შემდეგ კი მთელ მსოფლიოში (2023 წელს) შეწყვიტა ტალკის ფხვნილის გაყიდვა.
• მიზეზი: ტალკის ფხვნილი არაერთ შემთხვევაში აღმოჩნდა ასბესტით დაბინძურებული – ეს ნივთიერება კი ერთ-ერთი ცნობილი კარცინოგენია.
• კომპანიის წინააღმდეგ აშშ-ში 67 000-ზე მეტი სარჩელია. 2025 წელს კალიფორნიის ჟიურიმ ოჯახს მიანიჭა 966 მილიონი დოლარის კომპენსაცია Johnson’s Baby Powder-ის გამო.
რა ხდება საქართველოში?
• PSP-ს ონლაინ მაღაზიაში დღესაც შეგვიძლია ვიხილოთ Johnson’s Baby Powder 19.85 ლარად.
• პროდუქტის აღწერაში საუბარია მხოლოდ მის „დამცავ“ ეფექტზე ბავშვის კანისთვის.
• არანაირი გაფრთხილება არ არის მითითებული იმაზე, რომ პროდუქტი სწორედ ტალკზეა დამზადებული და რომ J&J-მ იგი საერთაშორისო ბაზრიდან ამოიღო ჯანმრთელობის რისკების გამო.
კითხვები PSP-სადმი:
1. რატომ აგრძელებს PSP საქართველოში ისეთი პროდუქტის გაყიდვას, რომლის მწარმოებელმაც თავად უარი თქვა მასზე უსაფრთხოების მიზეზით?
2. რატომ არ არის მითითებული მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტალკთან და კიბოს რისკთან დაკავშირებით?
3. სად არის სახელმწიფო უწყებების რეაგირება – სურსათის ეროვნული სააგენტო და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური?
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
საქართველოში არ უნდა იყიდებოდეს პროდუქტი, რომელიც საერთაშორისო ბაზრებიდან კიბოს შესაძლო რისკის გამო ამოიღეს.
ეს პირდაპირ არღვევს საქართველოს სამომხმარებლო უფლებების დაცვის კანონმდებლობას და საზოგადოებას ატოვებს ინფორმაციის გარეშე.
მეტი უახლესი და სანდო სამედიცინო ინფორმაცია იხილეთ ოფიციალურ პლატფორმაზე:
www.sheniekimi.ge – შენი ექიმი, შენი სივრცე, შენი ჯანმრთელობა.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე, PhD მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
Conflict of Interest (COI): ავტორს არ აქვს არანაირი კომერციული ან სხვა ტიპის დაინტერესება აღნიშნულ საკითხში.
წყარო:
1. U.S. Food and Drug Administration. Talc [Internet]. Silver Spring (MD): FDA; 2020 [cited 2025 Oct 8]. Available from: https://www.fda.gov/cosmetics/cosmetic-ingredients/talc
2. International Agency for Research on Cancer (IARC). IARC Monographs on the Identification of Carcinogenic Hazards to Humans. Volume 93: Carbon Black, Titanium Dioxide, and Talc [Internet]. Lyon: WHO; 2010 [cited 2025 Oct 8]. Available from: https://publications.iarc.fr/…/Carbon-Black-Titanium…
3. Reuters. Johnson & Johnson hit with $966 million verdict in California talc cancer case [Internet]. 2025 Oct 3 [cited 2025 Oct 8]. Available from: https://www.reuters.com/…/johnson-johnson-hit-with-966-mln…/
4. The Lancet Oncology. Talc and ovarian cancer: epidemiological evidence [Internet]. 2018 Jul [cited 2025 Oct 8];19(7):841. Available from: https://doi.org/10.1016/S1470-2045(18)30348-0
5. American Cancer Society. Talcum Powder and Cancer [Internet]. Atlanta (GA): ACS; 2023 [cited 2025 Oct 8]. Available from: https://www.cancer.org/…/chem…/talcum-powder-and-cancer.html

შეიძლება იყოს თმების მოსავლელი პროდუქტი და ტექსტი გამოსახულება

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  კლიმატური პირობების გაუარესების გამო დედამიწის ზედაპირი შეცვლილია - ასტრონომებმა პლანეტის ახალი ფოტოები მიიღეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights