სოკოთი მოწამვლასთან დაკავშირებით რეკომენდაციები – როდის ვლინდება საკვებით მოწამვლის ნიშნები

0
459
სოკოთი მოწამვლასთან დაკავშირებით რეკომენდაციები - როდის ვლინდება საკვებით მოწამვლის ნიშნები
#post_seo_title

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სოკოთი მოწამვლასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს:

სოკოთი მოწამვლა, მსოფლიოში საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაციების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს.

საკვებად ვარგისი მრავალი სახეობის სოკოს გარდა, არსებობს შხამიანი სოკოებიც, რომელთა საკვებად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, როგორც კუჭ-ნაწლავის სისტემის მსუბუქი გაღიზიანება, ასევე მძიმე მოწამვლა ან გარდაცვალებაც კი.

სოკოთი მოწამვლის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს საკვებად მიღების შემდეგ 30 წუთიდან 72 საათამდე პერიოდში და მოიცავდეს:

• გულისრევას, ღებინებას
• მუცლის ტკივილს
• დიარეას
• თავბრუსხვევას
• სისუსტეს
• ჰალუცინაციებს
• მძიმე შემთხვევებში ვითარდება შოკი, კომა, რაც შესაძლოა გარდაცვალებით დასრულდეს.

სიმპტომები შესაძლოა მსუბუქად დაიწყოს, თუმცა სწრაფად გაუარესდეს, მძიმე შემთხვევებში შესაძლოა მოხდეს ღვიძლის ან თირკმელების დაზიანება, ამიტომ საჭიროა დროული ჰოსპიტალიზაცია.

უსაფრთხოების ძირითადი წესები:

– ნუ შეაგროვებთ სოკოს, თუ არ ხართ სპეციალისტი, რადგან ზოგიერთი სოკოს ერთმანეთთან მსგავსების გამო, შეუძლებელია შხამიანი და საკვებად ვარგისი სახეობის გარჩევა;

– არ შეაგროვოთ სოკო გზის ნაპირებზე, საწარმოო/სამეურნეო ზონებში ან სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე, ვინაიდან სოკოს ტოქსინებისა და სხვადასხვა სახის ქიმიკატების შთანთქმის ძლიერი უნარი აქვს და მასში იოლად გროვდება/აკუმულირდება მძიმე მეტალები და პესტიციდები;

– თერმული დამუშავება, (მ.შ. რამდენჯერმე ნახარში წყლის გამოცვლა) სოკოს ტოქსინებს არ ანეიტრალებს. ასევე, არ ნეიტრალდება ტოქსინები სოკოს გამოშრობით, ან დამარილებით;

– სოკო შეიძინეთ მხოლოდ სურსათით ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ობიექტებში, მსგავსი ობიექტი ექვემდებარება კონტროლს.
– საკვებად გამოიყენეთ მხოლოდ ახალი სოკო, არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ საკვებად გადამწიფებული, ჭიანი და გაფუჭებული სოკო;

– საკვებად ნუ გამოიყენებთ უმ სოკოს;

– საკვების დამზადებისას მოერიდეთ სხვადასხვა სახეობის სოკოს შერევას;

– ველურ ბუნებაში შეგროვებული სოკო არ მისცეთ საკვებად ბავშვებს, ორსულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, რადგან ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სოკოს ტოქსინების მიმართ;

– საკვების დამზადების შემდგომ შეინახეთ რამდენიმე ხელუხლებელი, დაუმუშავებელი სოკოს ნიმუში ან მომზადებული საკვების მცირე ულუფა მაცივარში 72 საათის განმავლობაში ან სოკოს გადაუღეთ ფოტო.
თუ ვინმეს სოკოს გასინჯვიდან სამი დღის განმავლობაში განუვითარდება დაავადება, შეიძლება საჭირო გახდეს ექსპერტის მიერ სოკოს სახეობის იდენტიფიკაცია ინტოქსიკაციის წყაროს დადგენის მიზნით.

  საინტერესოა - რამდენ ხანს სჭირდება სხვადასხვა საკვების მონელებას

სოკოს შხამიანობის გარკვევის ხალხური მეთოდები – ვერცხლის კოვზის, ხახვისა და ნიორის გაშავება ხარშვისას – მცდარი აზრია და არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას!

როგორ უნდა მოიქცეთ სოკოთი მოწამვლის ეჭვის შემთხვევაში?

• არ დაელოდოთ სიმპტომების დამძიმებას – თუ არსებობს მოწამვლის მცირე ეჭვიც კი, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ან მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებას;

• ტოქსიკოლოგის/ექიმის დროული რეკომენდაციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც კვლევისთვის, ასევე მკურნალობისთვის.მიაწოდეთ ექიმს დეტალური ინფორმაცია გამოყენებული სოკოს სახეობის, შეგროვების/შეძენის ადგილისა და სოკოსთან ერთად, ან მოგვიანებით ალკოჰოლური სასმელების მიღების შესახებ, ვინაიდან ალკოჰოლური სასმელი ააქტიურებს ზოგიერთი შხამის მოქმედებას;

• კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებამდე, მიიღეთ ელექტროლიტები და სითხეები, კუჭის ამორეცხვა შეიძლება თბილი წყლით“.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ