სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის მიზანია, გავარკვიოთ, რას უკავშირდება ფასების ზრდა - დაახლოებით...

„სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის მიზანია, გავარკვიოთ, რას უკავშირდება ფასების ზრდა – დაახლოებით 26 %-ით არის გაზრდილი ფასები“-ირაკლი ლექვინაძე

სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი რამდენიმე მიზეზით დაიწყო და ერთ-ერთი ეს იყო ფასების დინამიკა, დაახლოებით 26 %-ით არის გაზრდილი ფასები, ეს ეხება როგორც კონსულტაციებს, ისე სხვადასხვა სამედიცინო სერვისებს, – განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, GCCA-ის მიზანია, გაარკვიოს, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა.

„მაგალითისთვის რომ ავიღოთ – ექიმთან კონსულტაციის მიმართულება, ბოლო წლებში, საკმაოდ გაძვირდა. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, თუ რას უკავშირდება ფასების ზრდა, ხომ არ არის ეს ერთგვარი მცდელობა, რომ ვინაიდან პაციენტებმა, მათ შორის, DRG-ის დანერგვისა, თუ სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგად მიიღეს მნიშვნელოვანი დანაზოგი, ამ შემოსავლების გენერირება ხდებოდეს იქ, სადაც რიგ კლინიკებს ჯერჯერობით ამის რესურსი კიდევ გააჩნიათ“, – განაცხადა ლექვინაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  უიშვიათესი შედეგი, როგორ მოქმედებს მკურნალობა?: კიბოს, ახლმა მკურნალობამ ტვინის სიმსივნე 5 დღეში თითქმის გააქრო!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights