ვისკონსინის უნივერსიტეტის მკველავრებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი, რომელშიც 7-დან 12 წლამდე ასაკის გოგონები მონაწილეობდნენ.
მათ ჯერ სტრესული დავალებები შეასრულეს, მაგალითად საჯარო გამოსვლა და მათემატიკური ამოცანები. შემდეგ ბავშვები ოთხ ჯგუფად გაყვეს. ერთი ჯგუფი მარტო დარჩა, მეორე ჯგუფის წევრები პირადად შეხვდნენ დედას, მესამე ჯგუფის წევრები დედას ტელეფონით ესაუბრნენ, მეოთხე ჯგუფმა კი მხოლოდ ტექსტური შეტყობინებები გაგზავნა.
შედეგმა აჩვენა:
როგორც პირისპირ შეხვედრა, ასევე ტელეფონით საუბარი იწვევდა სტრესის ჰარმონიას, კორტიზოლის დონის მკვეთრ შემცირებას და „სიყვარულის ჰორმონის“, ოქსიტოცინის მატებას. ეს ეფექტი პრაქტიკულად იგივე იყო, როგორც მაშინ, როცა ბავშვი დედას ეხუტება.
ტექსტური შეტყობინებები არანაირ პოზიტიურ გავლენას არ ახდენდა. შედეგი ისეთივე იყო,თითქოს, ბავშვი მარტო დარჩა.
მეცნიერების დასკვნით, ადამიანის ემოციურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე უდიდესი გავლენა აქვს არა მხოლოდ ფიზიკურ შეხებას, არამედ დედის ხმის ტონსა და ინტონაციას. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ტვინი დედის ხმას აიგივებს უსაფრთხოებასთან და დაცულობასთან. ამიტომაც როცა თავს დაძაბულად და მოწყენილად გრძნობთ, დაურეკეთ დედას. შესაძლოა, მისი ხმის მოსმენა ისეთივე ეფექტური აღმოჩნდეს, როგორც ჩახუტება.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi