სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს.

ახალი დირექტორი თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ წარუდგინა.

გიორგი ცაგარეიშვილმა ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ დავით კაიკაციშვილს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და ერთობლივი ძალისხმევით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.

დავით კაიკაციშვილი, 2012 წლიდან საჯარო სამსახურში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. სააგენტოს ახალი დირექტორი, ამ დრომდე, ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტს, ხოლო მანამდე, დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მისი ჩართულობით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგები და გამოწვევები“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights