რა არის ვიტილიგო? – ვიტილიგოს დროს მელანოციტები ზიანდება და პიგმენტაციის პროცესი ირღვევა

0
1811
რა არის ვიტილიგო? - ვიტილიგოს დროს მელანოციტები ზიანდება და პიგმენტაციის პროცესი ირღვევა

რა არის ვიტილიგო?
ვიტილიგო – კანის ქრონიკული დაავადებაა, ახასიათებს კანზე თეთრი ლაქების გაჩენა, რომლებზეც არ აღინიშნება კანის პიგმენტაცია. დაავადება ჩნდება სხეულის სხვადასხვა ადგილებში და ლორწოვან გარსზე. ყველაზე ხშირად ახალგაზრდებში გვხვდება.

ვიტილიგო პიგმენტაციის შეძენილი დარღვევაა.
რა არის ვიტილიგო? – ვიტილიგოს დროს მელანოციტები ზიანდება და პიგმენტაციის პროცესი ირღვევა | sheniekimi.ge | შენი ექიმი

კანის უჯრედებში, მელანოციტებში, წარმოიქმნება პიგმენტი მელანინი, რომელიც კანს დამახასიათებელ შეფერილობას აძლევს და მზის ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს.

ვიტილიგოს დროს მელანოციტები ზიანდება და პიგმენტაციის პროცესი ირღვევა.

ვიტილიგო ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა, კვლევების თანახმად, უმეტესად 20 წლიდან იწყება. დაზიანებული კანის ფართობი სხვადასხვაა. რაც უფრო მუქია კანი, მით უფრო შესამჩნევია კონტრასტი ნორმალურ კანსა და თეთრ ლაქებს შორის. დეპიგმენტირებული უბნები ზოგჯერ იზრდება, ზოგჯერ კი წლობით ერთი და იმავე ზომისაა.

ვიტილიგოს ერთადერთი სიმპტომი თეთრი ლაქებია. პირველი ლაქა უმეტესად კანის იმ უბანზე ჩნდება, რომელსაც მეტი კონტაქტი აქვს მზესთან – ხელებზე, ფეხებზე, სახეზე, თუმცა სხეულის ნებისმიერ სხვა უბანზეც შეიძლება გაჩნდეს, ლორწოვანი გარსების, თვალებისა და ყურების ჩათვლით.

თავდაპირველად ლაქა ჯანსაღ კანთან შედარებით ოდნავ ფერმკრთალია, მერე და მერე კი უფრო და უფრო მეტ პიგმენტს კარგავს და საბოლოოდ თეთრდება. ლაქას უსწორმასწორო ფორმა აქვს. ზოგჯერ მისი კიდეები ანთების გამო მოწითალო შეფერილობას იღებს.

დაავადება სხვადასხვანაირად მიმდინარეობს: ზოგს პატარა ლაქები აქვს, ზოგს – დიდი, ხდება ისეც, რომ ლაქები ერთდება და კანის საკმაოდ ვრცელ უბნებს მოიცავს. კანის თმიან ნაწილზე ვიტილიგო თმის, წამწამების, წარბების, წვერის ნაადრევ გათეთრებას იწვევს.

დაავადების მიზეზი საბოლოოდ არ არის დადგენილი. მის განვითარებას მიაწერენ ავტოიმუნურ ფაქტორს, რაც გულისხმობს იმუნური სისტემის ზედმეტ გააქტიურებას მელანოციტების წინააღმდეგ. საუბრობენ გენეტიკურ ფაქტორზეც, ვინაიდან შემთხვევათა 30%-ში დასტურდება დაავადების ოჯახური ისტორია. ვიტილიგოს განვითარებას შესაძლოა ბიძგი მისცეს ფიზიკურმა ან ემოციურმა სტრესმა, მზით დამწვრობამ, ქიმიურმა დამწვრობამ და ა.შ. 

ნაკლების ჩვენება
მიზეზები

დაავადების გაჩენის მიზეზია ის, რომ მელანტოციტები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან პიგმენტაციაზე, კარგავენ თავის ფუნქციას, რაც იწვევს კანის გაუფერულებას. ვიტილიგოს მიზეზებია:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ნერვული სისტემის მოშლა;
·         ნეიროენდოკრინული დარღვევები;
·         მზის ძლიერი დამწვრობა;
·         მეტაბოლიზმის პროცესების დარღვევა;
·         ფარისებრი ჯირკვლის არასწორი ფუნქციონირება;
·         საკვერცხეების დისფუნქცია;
·         აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი.

  ჭიები (ჰელმინთოზი)

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         კანზე ლაქების გაჩენა (თეთრი ან ბეჟი ფერის), ლოკალიზდება სხეულის ნებისმიერ ნაწილში;
·         დაზიანებული ადგილის ეტაპობრივი გაფართოვება;
·         დაავადების კერის გარშემო აღინიშნება ჰიპერპიგმენტაცია;
·         ლაქების ადგილას თმის გაქრობა;
·         ქავილი დაზიანებულ ადგილებში (იშვიათ შემთხვევაში);
·         ლაქების ადგილებზე კანის დახეთქვა (დაავადების ატიპიურ შემთხვევებში).

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-დერმატოლოგი ატარებს მთელ რიგ გამოკვლევებს, რომლებშიც შედის:
·         კანის ბიოპსია;
·         ჰისტოლოგიური გამოკვლევა;
·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
·         ვუდის ნათურით დათვალიერება.
აუცილებელია ვიტილიგოს გარჩევა ატროფიული დერმატიტისგან, ტრიქოფიტიისაგან, ლეიკოდერმისაგან და მელანომასგან.

მკურნალობა
ვიტილიგო მკურნალობას ექვემდებარება შემთხვევების მხოლოდ 5%-ში, კანის პიგმენტაციის სრულად აღდგენა შეუძლებელია. დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         თუთიისა და სპილენძის შემცველ ვიტამინებს;
·         სელექციურ ფოტოთერაპიას;
·         ულტრაიისფერ დასხივებას;
·         ლაზეროთერაპიას;
·         PUVA-თერაპიას (ფსოლარენ+ულტრაიისფერი დასხივება );
·         კორტიკოსტეროიდულ მალამოებს;
·         ჰორმონალურ ტერაპიას.
შესაძლებელია ქირურგიული ოპერაცია (კანის ტრანსპლანტაცია)

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების მკურნალობის დროული დადგენა და დაწყება, ასევე ლაქების მზის სხივებისგან დაცვა, არის ისეთი გართულებების განვითარების რისკი, როგორიცაა:
·         მზის დამწვრობა;
·         კანის კიბო.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან
·         სტრესისადმი არამდგრადი ადამიანები;
·         აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები;
·         ადრენოკორტიკალური უკმარისობის მქონე პირები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე პირები;
·         მავნე საწარმოებში მომუშავეები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
·         მზეზე დიდი ხნით ყოფნისგან თავის შეკავება;
·         მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის შეზღუდვა;
·         ქრონიკული დაავადებების დროული მკურნალობა.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  იცენკო-კუშიგინის დაავადება

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ