სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროუმუშევრობის დაზღვევის სისტემის განვითარების პერსპექტივები განიხილეს - უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება საქართველოში უმუშევრობის...

უმუშევრობის დაზღვევის სისტემის განვითარების პერსპექტივები განიხილეს – უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება საქართველოში უმუშევრობის დაზღვევის სისტემის დანერგვის შესაძლებლობებზე გაამახვილა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებმა და დარგის ექსპერტებმა, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, უმუშევრობის დაზღვევის სისტემის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა. უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება საქართველოში უმუშევრობის დაზღვევის სისტემის დანერგვის შესაძლებლობებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ აღნიშნული ქვეყანაში დასაქმებულთა სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებისა და სოციალური რისკების დაზღვევისთვის, მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმუშევრობის დაზღვევის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და ქვეყნის სპეციფიკური გამოწვევებისა და არსებული სოციალური ინფრასტრუქტურის შესაბამისად, დაზღვევის მოდელების განსაზღვრას.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და Expertise France-ს წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ამ მიმართულებით, საკუთარი ხედვები და გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პირველად საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ნარკოდანაშაულში ბრალდებულს სასჯელის სახედ სავალდებულო მკურნალობა დაენიშნა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights