პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
მთავარიბლოგისაფრანგეთის კანონი საკვები დანამატების შესახებ – რა უნდა იცოდეს ქართველმა მომხმარებელმა -...

საფრანგეთის კანონი საკვები დანამატების შესახებ – რა უნდა იცოდეს ქართველმა მომხმარებელმა – გიორგი ფხაკაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

საფრანგეთის კანონი საკვები დანამატების შესახებ – რა უნდა იცოდეს ქართველმა მომხმარებელმა

დღეს, როდესაც საქართველოში საკვები დანამატები სულ უფრო პოპულარული ხდება, აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ არეგულირებენ ამ სფეროს განვითარებულ ქვეყნებში. საფრანგეთი არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი: მკაფიო კანონები, სია ნებადართული ნივთიერებების, და მკაცრი ზედამხედველობა სახელმწიფოს მხრიდან.
ოფიციალური დოკუმენტი იხილეთ აქ:
რა არის „საკვები დანამატი“?
• ეს არის პროდუქტი, რომელიც ჩვეულებრივ კვებას ემატება.
• შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს ან სხვა ნივთიერებებს, რომლებსაც აქვთ კვებითი ან ფიზიოლოგიური ეფექტი.
• ყოველთვის უნდა იყოს „დოზირებულ“ ფორმაში: ტაბლეტი, კაფსულა, ფხვნილი, წვეთები და ა.შ.
საფრანგეთის ეროვნული კანონი
საკვები დანამატები საფრანგეთში რეგულირდება კონკრეტული დადგენილებებით:
• 2006 წლის განკარგულება N° 2006-352 – საკვები დანამატების ზოგადი ჩარჩო.
• 2006 წლის 9 მაისის განაწესი – ნუტრიენტების გამოყენების პირობები.
• 2014 წლის 24 ივნისის განაწესი – ნებადართული მცენარეების სია და მათი გამოყენების წესები.
• 2016 წლის 26 სექტემბრის განაწესი – ნებადართული ნივთიერებების ჩამონათვალი.
ეს ნიშნავს, რომ საფრანგეთში კონკრეტულად განსაზღვრულია, რა ნივთიერება შეიძლება შევიდეს დანამატში და რა არა.
ევროკავშირის რეგულაციები
საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე იცავს ერთიან ევროპულ კანონებს:
• დირექტივა 2002/46/EC – საკვები დანამატების ძირითადი ჩარჩო.
• რეგულაცია EC 1924/2006 – რა „მოთხოვნებს“ (claims) შეუძლია კომპანიას მიუთითოს ეტიკეტზე.
• რეგულაცია EC 1925/2006 – ვიტამინებისა და მინერალების დამატება საკვებში.
• რეგულაცია EU 2015/2283 – ახალი პროდუქტების (novel foods) შესახებ.
• Implementing Regulation (EU) 2017/2470 – დეტალური „Union List“ იმ პროდუქტებისა, რომლებიც ნებადართულია.
ვინ აკონტროლებს საფრანგეთში?
• DGAL – სოფლის მეურნეობის სამინისტრო (სურსათის უსაფრთხოება).
• DGCCRF – ეკონომიკის სამინისტრო (ინფორმაცია, ეტიკეტირება, მომხმარებლის დაცვა).
• DGDDI – საბაჟო (ბაზრის მონიტორინგი, კონტრაბანდა, შემოტანილი პროდუქტი).
პროფესიული ასოციაციები
საფრანგეთში მოქმედებს ძლიერი პროფესიული გაერთიანებები, რომლებიც ბაზარსაც არეგულირებენ და მომხმარებელსაც იცავენ:
• SYNADIET – საკვები დანამატების ეროვნული სინდიკატი.
• Nères – ფარმაცევტული ლაბორატორიების ასოციაცია.
• FACOPHAR Santé (FPS) – ჯანმრთელობის პროდუქტების პროფესიული კავშირი.
რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?
• საფრანგეთი და ევროკავშირი მკაცრად განსაზღვრავენ, რა ნივთიერება შეიძლება იყოს დანამატში.
• არ არსებობს „თავისუფალი ბაზარი“ ზედამხედველობის გარეშე – ყოველ ნაბიჯს აქვს მკაფიო კონტროლი.
• მომხმარებელი ყოველთვის დაცულია: ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს სანდო ინფორმაცია, დოზა და რისკები.
საქართველოში ეს საკითხი ჯერ კიდევ ნაკლებად რეგულირებულია. ამიტომ, საფრანგეთის მაგალითი შეიძლება გახდეს ჩვენთვის სასწავლო მოდელი, რათა მომავალში მივიღოთ უფრო მკაფიო კანონი და დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა უხარისხო ან საშიში დანამატებისგან.
სრული დოკუმენტი იხილეთ აქ:
მეტი ინფორმაცია იხილეთ:
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მეტი დეტალები იხილეთ www.supplement.ge – აქ ნახავთ უსაფრთხო საკვები დანამატების შესახებ სრულ ინფორმაციას, შეფასებებსა და რეკომენდაციებს.
ავტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH) და მედიცინის დოქტორი (PhD).
პროფესორი ფხაკაძე არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) ხელმძღვანელი და Safe Supplements Georgia (SSG) ინიციატივის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოში დანამატების ხარისხის ეროვნული სტანდარტის დანერგვას უზრუნველყოფს. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

შეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „NUMERIQUE Your Europe Food supplements European level recognition". the the not relating Scope technical regulations principle mutual supplements. apply regulations: food supplements (which prepackaged form. do not apply and proprietary medicinal products as French Public Health Code. specific food category). These products Regulations sold concentrated Articles L.5111-1 and mean foodstuffs whose purpose supplement normal diets physiological capsules, designed which are taken minerals; bottles small unit quantities; other pharmacological ece effect the defined and preparations: and pharmacological with with made plants isolated from physiological and intended exclusively Regulations Regulation partially regulation food nutrients food supplement manufacture plants authorised food“ გამოსახულებაშეიძლება იყოს ტექსტი გამოსახულებაშეიძლება იყოს ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „MINIŞTÈRE EL'ECONOMIE, FINANCES TDELASOUVERAINEȚ ELA SOUVERAINETÉ INDUSTRIELLEE ET NUMERIQUE Fneternite Accuracy of information/Labelling: Your Europe " Ministry Economy Finance and Industrial and Digital Sovereignty: DGCCRF (Directorate General for Competition Policy, Consumer Affairs and Fraud Control): Consumer Information and Food Quality Labelling Bureau -bureau-4a@dcerf.fiances.gou.fr Bureau JCF2 -dgujcf2@douane.finances.gouw.fr DGDDI (Customs): Inspection Business federations Syndicat national des compléments alimentaires (SYNADIET) de de de Picpus- 75012 Paris (France) Tel. +33 3 http://www.s http://www.synadiet.org Nères Trade association representing pharmaceutical laboratories manufacturing and selling health and selfcare products https://neres.fr/ FACOPHAR Santé (FPS) trade association http://www.fps-covrec.org Keywords Free movement of goods“ გამოსახულება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ანტივაქსერული მოძრაობა მთავრობიდან მოდის. ნუთუ ვერ ხვდებით? ვაქცინა რომ ვერ შემოაქვთ…“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights