ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
მთავარიშენი ექიმიახალი კვლევის თანახმად, ChatGPT-ის დახმარებით ესეების წერა ტვინის ნერვულ აქტივობასა და მის სიცოცხლისუნარიანობას...

ახალი კვლევის თანახმად, ChatGPT-ის დახმარებით ესეების წერა ტვინის ნერვულ აქტივობასა და მის სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს

კოგნიტიური დავალებების მუდმივად ხელოვნური ინტელექტისთვის გადაბარებამ, შესაძლოა, ჩვენს ტვინზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. ახალი კვლევის თანახმად, ChatGPT-ის დახმარებით ესეების წერა ტვინის ნერვულ აქტივობასა და მის სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს.

გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შესრულებული დავალება მეხსიერებაში დაგრჩეთ, თავად ტექსტი კი, დიდი ალბათობით, ზედაპირული, შთაგონებას მოკლებული და, კვლევის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებით, “უსულო” იქნება.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელშიც სწორედ ისაა განხილული, თუ როგორ მოქმედებს დიდი ენობრივი მოდელები ტვინსა და მეხსიერებაზე.

კვლევაში 18-დან 39 წლამდე ასაკის კოლეჯის სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, სულ 54 ადამიანი. მათ სთხოვეს, დაეწერათ SAT-ის სტილის რამდენიმე ესე, რომლებიც რთულ საკითხებს ეხებოდა. დავალება მოიცავდა ისეთ ფილოსოფიურ თავსატეხებს, როგორებიცაა: “რამდენად შესაძლებელია სრულყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბება, ან, საერთოდ, სასურველია თუ არა?” და “უნდა ჰქონდეთ უფრო შეძლებულ ადამიანებს სხვების დახმარების მეტი მორალური პასუხისმგებლობა?”.

მონაწილეები სამ ჯგუფად დაიყვნენ: პირველს ChatGPT-ის გამოყენების უფლება ჰქონდა, მეორეს Google-ის საძიებო სისტემის, ხოლო მესამე ჯგუფი სრულად დამოუკიდებლად მუშაობდა. სანამ მონაწილეები ესეებს წერდნენ, მკვლევრები EEG სენსორებით ტვინის 32 რეგიონში ნერვულ აქტივობას აკვირდებოდნენ.

წერა სამ სესიად მიმდინარეობდა და სულ რამდენიმე თვეს მოიცავდა. თითოეული ჯგუფი მუდმივად მათთვის მინიჭებულ მეთოდს ეყრდნობოდა. სიტუაცია მხოლოდ მეოთხე სესიაზე შეიცვალა — ვინც ChatGPT-ს იყენებდა, ახლა ციფრული დახმარების გარეშე უნდა ემუშავათ, ხოლო დამოუკიდებლად მომუშავე ჯგუფს ChatGPT-ზე წვდომის უფლება მიეცა.

აშკარა გახდა, რომ წერის სხვადასხვა მეთოდი მნიშვნელოვნად განსხვავებულ ნერვულ აქტივობებთან იყო დაკავშირებული. ChatGPT-ის მომხმარებლებმა ყველაზე დაბალი ტვინის ჩართულობა აჩვენეს. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, ამ ჯგუფში, დამოუკიდებლად მომუშავე მონაწილეებთან შედარებით, ტვინის აქტივობა 55%-ით ნაკლები იყო.

თავიდანვე ხელოვნურ ინტელექტზე მინდობილ ადამიანებს არ შეეძლოთ ინფორმაციის გახსენება ან ციტატების მოყვანა იმ ესეებიდან, რომლებიც მათ სულ რამდენიმე წუთის წინ დაწერეს. თითქოს, ინფორმაცია მათ ტვინში მხოლოდ ზედაპირულად აღწევდა და იმდენად პასიურად მუშავდებოდა, რომ მის შესანარჩუნებლად საკმარისად ღრმად ვერ “რეგისტრირდებოდა”.

  სეზონურ ვირუსებთან ერთად H1N1 გააქტიურდა - ხველა, მაღალი ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი, პნევმონია ბავშვებში

ამასობაში მხოლოდ თავიანთი ტვინის გამოყენებით მომუშავე ჯგუფმა ყველაზე ძლიერი და ფართოდ გავრცელებული ტვინის აქტივობა აჩვენა. საძიებო სისტემის ჯგუფმა ჩართულობის ზომიერი, “შუალედური” დონე გამოავლინა.

როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ ადამიანების ტვინზე ხანგრძლივი გავლენა იქონია. იმ შემთხვევებში, როდესაც ChatGPT-ის მომხმარებლებს AI-ის გარეშე მოუწიათ დავალების შესრულება, მათ მაინც “ნაკლებად კოორდინირებული ნერვული ძალისხმევა” აღენიშნებოდათ. გარდა ამისა, ისინი უფრო ხშირად იყენებდნენ იმ ლექსიკას, რომელიც ჩვეულებრივ AI-თვისაა დამახასიათებელი. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია იმ ცნებასთან ასოცირდება, რომელსაც კოგნიტიურ სესხს უწოდებენ.

„იმ შემთხვევებში, როდესაც ინდივიდები თემას კრიტიკულად არ უყურებენ, მათი ნაწერები უმეტესად მიკერძოებული და ზედაპირულია. ეს ასახავს კოგნიტიური სესხის მდგომარეობას, რომლის დროსაც ChatGPT-ის მსგავს გარე სისტემებზე განმეორებითი დაყრდნობა დამოუკიდებელი აზროვნებისთვის საჭირო ძალისხმევის კოგნიტიურ პროცესებს ცვლის”, – ვარაუდობენ მკვლევრები.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights