შენი ფაქტჩექი — სიმართლე ჯანმრთელობის შესახებ
საქართველოში ყოველდღიურად ვრცელდება ათასობით განცხადება, რეკლამა და ვიდეო ჯანმრთელობაზე, საკვებზე, სამკურნალო პროდუქტებზე, კლინიკებზე, და სხვა ბევრ საკითხზე…
ხშირად ეს ინფორმაცია არ არის სანდო და არა მხოლოდ შეცდომაში შევყავართ, არამედ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ შეიქმნა პლატფორმა „შენი ფაქტჩექი“.
„შენი ფაქტჩექი“ წარმოადგენს “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” (PHIG) ინიციატივას და ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას, როგორც ჯანმრთელობის სფეროში, ისე მასთან დაკავშირებული პროდუქტებისა და სერვისების შეფასებით.
ჩვენ ვამოწმებთ განცხადებებს, რეკლამებს, პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც გავრცელებულია ქართულ ბაზარზე ან სოციალურ მედიაში და რომლებმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინონ ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ჩვენ არ ვეყრდნობით კომენტარებს ან შთაბეჭდილებებს — ყოველი შეფასება ეფუძნება სამეცნიერო მტკიცებულებას, დოკუმენტურ მასალებს და პროფესიულ ანალიზს.
რას ვამოწმებთ?
„შენი ფაქტჩექის“ ინტერესის სფერო ფართოა და მოიცავს:
• დიაგნოსტიკურ ტესტებს (ვიტამინებზე, ვირუსებზე, ალერგიებზე და სხვ.)
• საკვებს და საკვებ დანამატებს
• სამედიცინო სერვისებსა და კლინიკებს
• სილამაზის საშუალებებს და კოსმეტიკას
• მშენებლობის, გარემოსა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებს
• სოციალურ მედიაში გავრცელებულ ჯანდაცვის რჩევებს ან ვიდეოებს
ჩვენ ასევე ვამოწმებთ განცხადებებს, რომელთაც მომხმარებლები გვიგზავნიან — მათ შორის “სასწაულმოქმედ” პროდუქტებზე, უსერტიფიკატო ტესტებზე და რეკლამებზე, რომლებიც პირობას დებს „დიაბეტის განკურნებას ექიმის გარეშე“.
როგორ ვამოწმებთ?
შეფასება ხორციელდება შვიდი ეტაპის საფუძველზე:
1. საეჭვო ინფორმაციის იდენტიფიცირება (შიდა მონიტორინგით ან მოქალაქეთა შეტყობინებით)
2. რეგისტრაციისა და დოკუმენტაციის გადამოწმება
3. სამეცნიერო მტკიცებულებების ანალიზი (WHO, EMA, FDA, PubMed და სხვა)
4. პროდუქტის ან სერვისის კლინიკური და ეთიკური შეფასება
5. საბოლოო შეფასების მინიჭება
6. საჯარო პუბლიკაცია Sheniekimi.ge-ზე
7. საჭიროების შემთხვევაში – განახლება მწარმოებლის ან ახალი კვლევის საფუძველზე
როგორ ხდება შეფასება?
შედეგები მოცემულია მარტივად და გასაგებად:
• მწვანე – სანდო და გადამოწმებული პროდუქტი ან სერვისი
• ყვითელი – გაურკვეველი ან საეჭვო ინფორმაცია; ფრთხილად იყავით
• წითელი – ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტი
• შავი ბუზი – თაღლითური ან საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი პრაქტიკა
და არა მხოლოდ უარყოფითი…
ჩვენ არ ვამოწმებთ მხოლოდ მავნე პროდუქტებს. თუ პროდუქტი ან სერვისი გადის შეფასებას და მიიღებს „მწვანე“ შეფასება, ანუ სანდოდ ჩაითვლება — ვუჭერთ მხარს და ვანიჭებთ კონკრეტულ უპირატესობებს:
• უფლება გამოიყენოს ბეჭედი: „რეკომენდირებულია Sheniekimi-ის მიერ“
• 50%-იანი ფასდაკლება Sheniekimi.ge-ის ყველა სერვისზე (სტატიები, რეკლამა, ინტერვიუები, ვიდეოები)
• დამატებითი პუბლიკაცია სოციალურ მედიასა და სხვა Sheni-ს პლატფორმებზე
ეს ხელს უწყობს საქართველოში მაღალი სტანდარტის პროდუქტებისა და ბიზნესების განვითარებას და აღიარებას.
როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ?
თუ გაქვთ პროდუქტი ან სერვისი, რომელიც გსურთ, შეფასდეს, ან ფიქრობთ, რომ რაღაც ინფორმაცია/რეკლამა არ შეესაბამება სიმართლეს:
• შეავსეთ განაცხადის ფორმა ოფიციალურ ვებსაიტზე: www.phig.ge
• ან პირდაპირ მოგვწერეთ შეტყობინება Facebook Messenger-ით:
https://www.facebook.com/share/14Kdw9EmgjS/?mibextid=wwXIfr
ჩვენ ვმუშაობთ სწრაფად, გამჭვირვალედ და მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად.
შენი ფაქტჩექი — ვიცავთ სიმართლეს და ვაძლიერებთ ხარისხს.