შაბათი, სექტემბერი 6, 2025
მთავარიშენი ექიმირისკები, რომლებიც მზიან ამინდში ბავშვების გარეთ გაყვანას თან ახლავს - პედიატრის რჩევები

რისკები, რომლებიც მზიან ამინდში ბავშვების გარეთ გაყვანას თან ახლავს – პედიატრის რჩევები

 პედიატრი, ეკა უბერი, გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” – საუბრობს იმ რისკებზე, რომლებიც მზიან ამინდში ბავშვების გარეთ გაყვანას თან ახლავს:

‘როცა გარემოს ტემპერატურა მაღალია, ბავშვის კანი ძალიან თხელია და შესაბამისად, სითხე ადვილად ორთქლდება. ბავშვის ორგანიზმი წყალს ადვილად კარგავს და ხშირად გაუწყლოება ხდება. ამიტომ, სასურველია, 10-დან 6 საათამდე ბავშვი მზეზე საერთოდ არ გაიყვანოთ. ასევე, თუ გარემოს ტემპერატურა +27, +28 გრადუსს აღემატება, ჯობს, გარეთ არც ამ შემთხვევაში გავიყვანოთ, რადგან არა მხოლოდ მზე, არამედ დახუთული ჰაერიც საშიშია.

ბავშვები მზეზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ, დილით, 8-9 საათისკენ, მანამ, სანამ მზე ზენიტში გადავა. D ვიტამინის პირველი და ძირითადი წყარო მზის სხივია. თუმცა, მკვლევრებმა დაამტკიცეს, რომ ჯობს, ბავშვს D ვიტამინი ხელოვნურად მივაწოდოთ, ვიდრე მზის სხივით, რომელსაც თან დამწვრობა, სითბური დაკვრა, ორგანიზმის გადახურება, გაუწყლოება ახლავს. შესაბამისად, საღამოს 6 საათამდე, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, ბავშვის მზეზე გაყვანა საერთოდ არ არის სასურველი”.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დავიწყეთ 15-ნაწილიანი სერია - სერია #4 | პირსახოცები — სუფთა ჩანს, მაგრამ ბაქტერიების ბუდეა - როგორ დავიცვათ თავი? - კითხვა-პასუხი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights