სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიპაატა იმნაძე, მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს - „მოვუწოდებ მოსახლეობას, მაღალი...

პაატა იმნაძე, მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს – „მოვუწოდებ მოსახლეობას, მაღალი ტემპერატურის დროს თავი შეიკავონ…“

მოვუწოდებ მოსახლეობას, მაღალი ტემპერატურის დროს თავი შეიკავონ გარეთ ყოფნისგან და მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, წყალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძე, მოსახლეობას მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს აძლევს.

„ზაფხულის ცხელ დღეებში თავი შევიკავოთ გარეთ ყოფნისგან. ვეცადოთ, ვიყოთ მაქსიმალურად ჩრდილში. ასევე, ვატაროთ ღია ფერის ტანსაცმელი, რათა ქსოვილი გამტარი იყოს. ასევე, ძალიან კარგია დიდი რაოდენობით სითხის – წყლის მიღება. თუ გვინდა, სახლში სიგრილე შევინარჩუნოთ, უნდა გავაღოთ ფანჯრები და გადავწიოთ ფარდები, რათა მზის სხივები ნაკლებად შემოვიდეს. ასევე, კარგია სველი პირსახოცის ჩამოკიდება, იგი ატენიანებს ჰაერს და შველის ტემპერატურის დაწევას. თუ ტემპერატურა 35 გრადუსზე მეტია, ვენტილატორი არ შველის. ვისაც, კონდიცირების საშუალება არ აქვს, შეუძლია, საზოგადოებრივი სივრცეებით ისარგებლოს. ასევე, აუცილებელია ღამე ფანჯრების გაღება, როდესაც შედარებით სიგრილეა, რათა მაქსიმალურად განიავდეს საცხოვრებელი სივრცე. ორგანიზმს გაგრილებაში სველი პირსახოციც ეხმარება. მაღალი ტემპერატურის დროს, ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ მივიღოთ დიდი ოდენობის საკვები და მოვერიდოთ ცილას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ,,ბავშვთა კვების ყველა პროდუქტი, განსაკუთრებით კი ბიუჯეტური ბრენდები, კლინიკურად გატესტილი არ არის"- გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights