ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა - კლიმატის ცვლილების გამო, ტემპერატურა 1-დან 4°C-მდე იმატებს, რაც შესაძლოა სიკვდილიანობის...

კვლევა – კლიმატის ცვლილების გამო, ტემპერატურა 1-დან 4°C-მდე იმატებს, რაც შესაძლოა სიკვდილიანობის გახშირების მიზეზი გახდეს

ევროპაში ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ხდება. შესაბამისი დასკვნა ბრიტანელმა სპეციალისტებმა კვლევაზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს.

ახალი მეთოდით, შესაძლებელი სწრაფი ანალიზის თანახმად, ადამიანური ჩარევის შედეგად გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ, ევროპაში, 23 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში, სიცხის ტალღის ზრდა და, შესაძლოა, სიცხისგან გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვიც გაზარდა. ამის შესახებ ლონდონის იმპერიული კოლეჯის, ასევე ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ერთობლივ კვლევაშია საუბარი.

ამავე კვლევის თანახმად, ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში, ევროპა ექსტრემალურმა სიცხემ მოიცვა, რამდენიმე ქვეყანაში ტემპერატურა +40°C გრადუსზე მეტიც დაფიქსირდა. ვარაუდობენ, რომ სიცხის ტალღა გაძლიერდა ადამიანის ჩარევის შედეგად გამოწვეული კლიმატური ცვლილების ფონზე, რამაც უკვე გამოიწვია დედამიწის ზედაპირზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის დაახლოებით 1.3°C-ით ზრდა. სწრაფმა კვლევამ, რომელსაც ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის (LSHTM) და ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევრები ხელმძღვანელობდნენ, 12 ევროპული ქალაქის ამინდის ისტორიული მონაცემები გააანალიზა. მეცნიერების ვარაუდით, კლიმატის ცვლილებამ სიცხის ტალღა 1-დან 4°C-მდე უფრო ცხელი გახადა.

მთელ ევროპაში ტემპერატურასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შესახებ წინა წლებში გამოქვეყნებული შედეგებისა და თითქმის რეალურ დროში ანალიზისთვის შემუშავებული ჩარჩოს გამოყენებით, მკვლევრებმა გამოთვალეს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა, რომელიც შესაძლოა ბოლოდროინდელ მაღალ ტემპერატურას მიეწეროს.

დასკვნის თანახმად, 12 ქალაქში, 10-დღიანი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული ექსტრემალური ტემპერატურის შედეგად, შესაძლოა, დაახლოებით 2300 ადამიანი გარდაცვლილიყო, რაც დაახლოებით 3-ჯერ აღემატება ადამიანის ჩარევით გამოწვეული კლიმატის ცვლილების გარეშე სიკვდილიანობის სავარაუდო მაჩვენებელს (800 სიკვდილი).

ეს, გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული სიცხის დროს სიკვდილიანობის, დაახლოებით 65%-ია.

დოქტორი პიერ მასელო, LSHTM-ის ასისტენტ-პროფესორი და კვლევის თანაავტორი:

“მსოფლიოს დათბობის ტემპით, სიცხის ტალღები არ ქრება და ჩვენ უნდა მოვემზადოთ მათი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებისთვის. ქალაქებს შეუძლიათ ადაპტირება ხეების დარგვით, მანქანებისთვის გამოყოფილი სივრცის შემცირებით და ყველაზე დაუცველებზე ზრუნვით. საბოლოო ჯამში, საშინელი შედეგების თავიდან აცილების საუკეთესო გზა სათბურის გაზების ემისიების აგრესიულად შემცირებაა”.

  3 რჩევა მათ, ვისაც ნარკოტიკისთვის თავის დანებება სურს

დოქტორი მალკოლმ მისტრი, LSHTM-ის კლიმატისა და გეო-სივრცითი მოდელირების ასისტენტ-პროფესორი, კვლევის თანაავტორი: “ჩვენი კვლევა აჩვენებს, თუ რატომ არის სიცხის ტალღები ცნობილი, როგორც ჩუმი მკვლელები. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში უკვე დაფიქსირდა სიკვდილიანობის რამდენიმე შემთხვევა, მოსალოდნელია, რომ ევროპაში კიდევ ათასობით ადამიანი დაიღუპება წელს ივნისის ბოლოს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის შედეგად. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს ხშირად შეიძლება დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდეს სიცხის ტალღებით გამოწვეული სიკვდილიანობის მონაცემების გამოსაქვეყნებლად და მაშინაც კი, სიცხე, როგორც შესაძლო ფაქტორი, იშვიათად ფიქსირდება ადამიანის გარდაცვალების დროს”.

“ევროპის მასშტაბით სხვადასხვა მეტეოროლოგიური და ჯანდაცვის ორგანოების მიერ სიცხესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ადრეული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დასკვნები ფაქტობრივი მსხვერპლის გადაჭარბებული მაჩვენებელი იქნება. გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ამ გაფრთხილებების ახლავე გამოქვეყნება, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ინფორმაცია და წავახალისოთ ისინი, მიიღონ დამატებითი სიფრთხილის ზომები, რათა უკეთ მოემზადონ ამ სეზონზე ევროპაში მოსალოდნელი შემდგომი სიცხისთვის” – განაცხადა პროფესორმა.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის გრანტჰემის ინსტიტუტის კლიმატის ცვლილებისა და გარემოს ლექტორმა და კვლევის თანაავტორი, დოქტორი გარიფალოს კონსტანტინუდისი:

“კლიმატის ცვლილება კლავს. ის აძლიერებს სიცხის ტალღებს და დაუცველ ადამიანები სიკვდილის ზღვრამდე მიჰყავს. ეს კვლევა აჩვენებს, რომ დათბობის ყოველი მცირე ნაწილი უზარმაზარ განსხვავებას ქმნის, იქნება ეს 1.4, 1.5 თუ 1.6°C.

“ეს, ერთი შეხედვით, მცირე ცვლილებები გამოიწვევს უფრო ცხელ სიცხის ტალღებს და სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის უზარმაზარ ზრდას”, – დასძინა კონსტანტინუდისმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  როგორ ახსოვს პაციენტს ექიმთან ვიზიტი? ნდობა, ემოცია და შიშიც კი ტვინში ინახება – მეცნიერებმა ოთხი მეხსიერებითი ტიპი გამოავლინეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights