ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა: ადამიანის სუნთქვის რიტმი იმდენად უნიკალურია, რომ მისი გამოყენებით ადამიანის იდენტიფიცირება 97%-იანი...

კვლევა: ადამიანის სუნთქვის რიტმი იმდენად უნიკალურია, რომ მისი გამოყენებით ადამიანის იდენტიფიცირება 97%-იანი სიზუსტით შეიძლება

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის სუნთქვის რიტმი იმდენად უნიკალურია, რომ მისი გამოყენებით ადამიანის იდენტიფიცირება 97%-იანი სიზუსტით შეიძლება.

შესაბამისი კვლევა ისრაელის ვეიცმანის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ წინაშე იდგა მთავარი კითხვა – თუ ყოველი ადამიანის ტვინი უნიკალურია, აისახება თუ არა ეს სუნთქვის თავისებურებებზე? პასუხის გასაცემად მეცნიერებმა შექმნეს პორტატიული მოწყობილობა – ინსტრუმენტი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აკვირდებოდა ცხვირში ჰაერის ნაკადების მოძრაობას.

ეს მოწყობილობა 100-მა ჯანმრთელმა ახალგაზრდამ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენა.

მოწყობილობიდან მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანების გარჩევა სუნთქვის რიტმის მიხედვით შესაძლებელია თითქმის 100%-იანი სიზუსტით. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სუნთქვის განსხვავებული პათერნები დაკავშირებულია ძილისა და გაღვიძების ციკლებთან, დეპრესიის სიმპტომებთან და სხეულის მასის ინდექსთან.

„ინტუიციურად გვგონია, რომ დეპრესიის ან შფოთვის დონე განსაზღვრავს, როგორ ვსუნთქავთ. მაგრამ ყველაფერი შეიძლება პირიქით იყოს – იქნებ სწორედ სუნთქვა იწვევს შფოთვას ან დეპრესიას? თუ ასეა, მაშინ შეგვეძლო სუნთქვის შეცვლით ამ მდგომარეობების მართვა“, – აღნიშნავს კვლევის თანაავტორი, ნოამ სობელი.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ვლინდება როგორც ხელოვნურ სუნთქვაზე დამოკიდებულ, ასევე არავენტილაციურ პაციენტებში - შეძენილი პნევმონია
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights