მარიხუანის მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ორჯერ ზრდის – ასეთ დასკვნამდე ტულუზის კლინიკური და ექსპერიმენტული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერები მივიდნენ.
მათ ჩაატარეს 25 კვლევის სისტემური მიმოხილვა და მეტაანალიზი, რომელიც დაახლოებით 200 მილიონი ადამიანის მონაცემს მოიცავდა, რომელთა ასაკით 19-დან 59 წლამდე მერყეობდა.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კანაფის რეგულარული მოხმარება რისკების მატებას უკავშირდება. კერძოდ, არამომხმარებლებთან შედარებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადების შედეგად გარდაცვალების რისკი 50%-ს აღემატება, ინსულტისგან 20%-ს, მწვავე კორონალური სინდრომისგან კი 29%-ს.
„მეცნიერები რისკების შესწავლას აგრძელებენ და აცხადებენ, რომ დროა საზოგადოება კანაფის მოხმარების რისკებზე კარგად დაფიქრდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გულის დაავადებებს ეხება“, – წერს CNN-ი.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. დროა, საზოგადოება კანაფის მოხმარების რისკებზე კარგად დაფიქრდეს – მარიხუანის მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ორჯერ ზრდის [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/06/18/%e1%83%93%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%98/
sheniekimi.ge
