სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისიახლეებიროგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროებზე - გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროებზე – გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის შავი ზღვის წყლის ხარისხის კონტროლი პრიორიტეტია. შესაბამისად, სააგენტო მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად 12 წერტილში ახორციელებს. კვლევები განსაზღვრავს ჰიდრო ბიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის, 13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადსა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას.

შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

შავი ზღვის წყლიდან სინჯის აღების მორიგ პროცესს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე და მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე ადგილზე გაეცნენ.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია. სააგენტო მთელი წლის განმავლობაში შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა ელენე ღუბიანურმა.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ აღნიშნა, წყლის ხარისხის კვლევები უწყვეტ რეჟიმში ტარდება.

მისივე თქმით, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, ზღვის წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციას გაეცნოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მაგნიუმის დანამატები — რატომ არის მნიშვნელოვანია ეტიკეტის სწორად წაკითხვა?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights