იცნობ ვინმეს, ვინც თვითმკვლელობის რისკის ქვეშაა?!
მსოფლიოში, ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. მათთვის,
ვინც მძიმე დეპრესიაში იმყოფება, სუიციდზე ფიქრი უცხო არაა.
რა უნდა იცოდე, როცა ვინმეზე ღელავ
• თვითმკვლელობის თავიდან აცილება შესაძლებელია.
• სუიციდზე კითხვების დასმა თვითმკვლელობის პროვოცირებას არ ახდენს. ეს ხშირად
ამცირებს შფოთვას, ადამიანები ხვდებიან რომ მათი ესმით.
ნიშნები, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანი თვითმკვლელობაზე ფიქრობს
• თავის მოკვლის დაქადნება.
• პიროვნების მიერ გახმოვანებული მსგავსი შინაარსის წინადადებები: „არავის დავაკლდები,
როცა მე აღარ ვიქნები.“
• თვითმკვლელობის საშუალებების, მაგალითად პესტიციდების (ქიმიური ნივთიერებები,
გამოიყენება მავნებლების ან სარეველების წინააღმდეგ), ცეცხლსასროლი იარაღისა და
მედიკამენტების მოძიება, ინტერნეტში თვითმკვლელობის საშუალებებზე ინფორმაციის
მოპოვება.
• ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დამშვიდობება, ანდერძის შედგენა, მათთვის ღირებული
ნივთების გასხვისება.
ვინ არის სუიციდის რისკის ქვეშ?
• ადამიანები, რომლებმაც თვითმკვლელობა ადრეც სცადეს.
• ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან დეპრესიაში.
• ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებულები.
• ისინი, ვინც განიცდიან მძიმე ემოციურ სტრესს, მაგალითად დაკარგეს ახლობელი, ან
გაწყვიტეს ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და სხვა.
• ქრონიკული დაავადებების მქონენი ან ისინი, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული ტკივილი.
• ადამიანები, რომლებმაც გამოსცადეს ომი, ძალადობა, ტრავმა, შეურაცხყოფა ან
დისკრიმინაცია.
• ისინი, ვინც სოციალურად იზოლირებული არიან.
რისი გაკეთება შეგიძლია?
• შეარჩიე შესაბამისი დრო და წყნარი ადგილი, რათა გაესაუბრო ადამიანს, ვისზეც ღელავ.
აგრძნობინე, რომ უსმენ.
• წაახალისე მიიღოს დახმარება პროფესიონალისგან, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის
სპეციალისტი, სოციალური მუშაკი. შესთავაზე სპეციალისტთან გაყოლა.
• თუ ფიქრობ, რომ ადამიანს საფრთხე ემუქრება, არ დატოვო მარტო. დაუკავშირდი
გადაუდებელი დახმარების სერვისს, კრიზისის ხაზს, ან ჯანდაცვის პროფესიონალს, მიმართე
ოჯახის წევრს.
• თუ პიროვნება, რომელზეც ღელავ, შენთან ცხოვრობს, დარწმუნდი, რომ მას არ მიუწვდება
ხელი ისეთ საშუალებებზე, რომლითაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს თავს, მაგალითად
მედიკამენტები, პესტიციდი, ცეხლსასროლი იარაღი…
o დაიმახსოვრე: თუ ეჭვობ, რომ ვინმე თვითმკვლელობას გეგმავს, გაესაუბრე მას ამის
შესახებ, მოუსმინე და შესთავაზე დახმარება.
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო
i http://www.who.int/campaigns/world-health-day/2017/handouts-depression/family/en/