ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ) სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია, რომელიც იწვევს საშვილოსნოს ყელისა და სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს, ასევე, გენიტალურ მეჭეჭებს.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეშვეობით შესაძლებელია აპვ-სთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების 90%-ზე მეტის თავიდან აცილება.
საქართველოში იმუნიზაციის კალენდრის მიხედვით, აპვ საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 10–12 წლის გოგონებსა და ბიჭებში. დამატებითი ღონისძიების ფარგლებში, აცრა უფასოდ ტარდება 13-45 წლის გოგონებსა და ქალებში, ასევე 13-26 წლის ბიჭებსა და მამაკაცებში.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
„შენი ექიმის“ რედაქცია. ადამიანის პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია – შესაძლებელია აპვ-სთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების 90%-ზე მეტის თავიდან აცილება [Internet]. თბილისი: Sheniekimi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 31]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/2025/06/05/%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%a3-6/
sheniekimi.ge
