ნიკოტინზე დამოკიდებულება შემთხვევით არ იწყება.
თამბაქოს ინდუსტრია 16,000-ზე მეტ არომატს იყენებს.
ეს არომატები არც „სახალისო“ და არც „მაგარი“ არ არის – ისინი დაგებული ხაფანგებია. არომატები ხშირად მოიხსენიება, როგორც ნომერ პირველი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდები იწყებენ ნიკოტინისა და თამბაქოს ნაწარმის მოხმარებას. ეს პროდუქტები შექმნილია სიმძაფრის დასაფარად, შთაბეჭდილებების მანიპულირებისთვის და რათა, მომხმარებელი მთელი ცხოვრების მანძილზე დამოკიდებული გახადოს.
საქართველოში ფიქსირდება ელექტრო სიგარეტების, ნიკოტინის ბალიშების და თამბაქოს და ნიკოტინის სხვა ახალი პროდუქტების მოხმარების მზარდი ტენდენცია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ბავშვებში. გავრცელების მაჩვენებლების ზრდა განსაკუთრებით მაღალია გოგონებში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს:
• აკრძალონ არომატული დანამატები თამბაქოს ყველა პროდუქტში
• აკრძალონ შეფუთვაზე არომატის აღწერილობა და გამოსახულება
• აღმოფხვრან ის მარეგულირებელი ხარვეზები, რომელიც საშუალებას იძლევა ბაზარზე ახალი არომატიზებული პროდუქტებისა და აქსესუარების გამოჩენას.