Ხახვის ჩაი – ახდენს ნაწლავების სწორ ფუნქციონირებას
რას შეიცავს ხახვი?
ხახვის ანტიბაქტერიულ (დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების საწინააღმდეგო) მოქმედებას ფიტონციდების შემცველობა განაპირობებს. ამ მცენარეში უხვად არის აზოტოვანი ნაერთები, შაქრები, მათ შორის – გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა, მალტოზა, ასევე – კალციუმის, რკინის, ფოსფორისა და სპილენძის მარილები, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.
ხახვი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ (გამომყოფ) ფუნქციას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას. მასში შემავალი კალციუმის ნაერთები ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის განმტკიცებას. ხახვისგან არაერთი სამკურნალო საშუალებაა მიღებული.
მაგალითად, პრეპარატი ალილჩეპი, ხახვის სპირტიანი გამონაწვლილი, გამოიყენება ნაწლავთა ატონიის, ფაღარათის, ათეროსკლეროზის დროს.
არსებობს რეცეპტი სახელწოდებით “ხახვის ჩაი”. ხახვი ხომ უამრავ საკვებ ნივთიერებას შეიცავს, რაც ჩვენს სხეულს სჭირდება, მაგრამ მისი სპეცფიური სუნისა და გემოს გამო იშვიათად მივირთმევთ. გააგრძელეთ კითხვა