სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ და „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონის...

„ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ და „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონის მიხედვით, მიმდინარეობს, შესაბამისი, კანონქვემდებარე აქტების შემუშავება“

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გაცხადებული, დეკლარირებული, პრიორიტეტული მიმართულება არის ევროპული სტანდარტების დამკვიდრება ჩვენს სახელმწიფოში და მთავარი გზამკვლევი ამ მიზნით გახლავთ სწორედ ასოცირების შეთანხმება, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროებში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების შესახებ ისაუბრა.

ყურადღება გაამახვილა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ” კანონისა და მისი მიხედვით შემუშავებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე, რომელიც დონორთა შერჩევას, სისხლის კომპონენტების შეგროვების წესს და სხვა პროცედურებს განსაზღვრავს.

მინისტრის თქმით, საკითხის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე მაქსიმალური სიფრთხილით ხდება აღნიშნულ აქტებზე მუშაობა.

ასევე, აღნიშნა, რომ „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ და „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონის მიხედვით, მიმდინარეობს, შესაბამისი, კანონქვემდებარე აქტების შემუშავება.

ყურადღება გაამახვილა, ინოვაციურ ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვის ახალ წესზე, რომლითაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს მიერ, მწარმოებლისგან, პირდაპირი მოლაპარაკებითა და სპეციალური პირობებით მედიკამენტების შესყიდვა, რაც პაციენტისთვის, მაღალი ხარისხის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

აღნიშნა, რომ შემუშავდა კანონის პროექტი „სამედიცინო მოწყობილობების შესახებ“, რომელიც შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ, ევროკავშირის შესაბამის სამართლებრივ აქტებთან და ახლო მომავალში, შესაძლებელი იქნება მისი ინიცირება.

მინისტრის თქმით, მომზადებულია ცვლილებები კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების მიმართულებითაც, დაგეგმილია შემდგომი პროცედურების ინიცირება და პროცესი სექტორთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე გაგრძელდება. მიხეილ სარჯველაძემ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრა. აღნიშნა, რომ დოკუმენტი, ჯერ კიდევ, წინა მოწვევის პარლამენტშია წარმოდგენილი და მისი განხილვები მიმდინარეობს, რომელიც აქტიურ ფაზაში გადავა.

„ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება არ არის პროცესი, სადაც უბრალოდ რაღაც ეტაპს უნდა მიაღწიო, დახურო და დაივიწყო. ეს არის ის სფერო და დიდი პოტენციალი, რომ რეალურად ადამიანებმა საკუთარ თავზე იგრძნონ დადებითი ცვლილებები. ასოცირების შეთანხმებას წინ უძღოდა დიდი, ხანგრძლივი მოლაპარაკებები, ის რაც ქვეყნისთვის სასარგებლო, აუცილებლად განსახორციელებელი იყო რა თმა უნდა მოხვდა ასოცირების დღის წესრიგში.

  „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ერთ-ერთი წარმატებული სამსახურია ქვეყანაში“-მიხეილ სარჯველაძე

ჩვენი ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით და მაღალი ტემპით, ამას მოწმობს როგორც ეკონომიკური მაჩვენებლები, ასევე აბსოლუტურად დადებითია შეფასება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებით. პრაქტიკულად ყველა კვლევა მოწმობს იმას, რომ ჯანდაცვის სექტორის მიმართულებით, მისი მდგრადობის გასაუმჯობესებლად, სწორი ნაბიჯები იდგმება და სწორად ვითარდება მთლიანად სექტორი. ამაზე მეტყველებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვიდან – დღემდე მიღებული გადაწყვეტილებები, თუნდაც ბოლოს, ონკოლოგიური მიმართულებით, ლიმიტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თუ სხვა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights