ღვიძლის კიბო
ღვიძლის კიბო განსაკუთრებით დიდ პრობლემას ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ქმნის, სადაც, არსებული შეფასების მიხედვით, 2012 წელს მსოფლიოში დიაგნოსტირებული 782 000 ახალი შემთხვევიდან 83% გამოვლინდა. 2012 წელს მამაკაცებში გამოვლენილი 554 000 და ქალებში დიაგნოსტირებული 228 000 ახალი შემთხვევით იგი მამაკაცთა შორის მეხუთე ადგილზეა, ხოლო ქალთა შორის – მეცხრე ადგილზე.
მამაკაცებში მაღალი ინციდენტობის რეგიონებს აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია (ასაკსტანდარტიზებული ინციდენტობის მაჩვენებლებია 31.9 და 22.2 შესაბამისად) წარმოადგენს. საშუალო მაჩვენებლები ვლინდება სამხრეთ ვროპაში (9.5) და ჩრდილოეთ ამერიკაში (9.3), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებლებია ჩრდილოეთ ევროპასა (4.6) და სამხრეთ-ცენტრალურ აზიაში (3.7).
ქალებში მაჩვენებლები გაცილებით დაბალია, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვლინდება აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის დასავლეთში (10.2 და 8.1 შესაბამისად), ხოლო ყველაზე დაბალი – ჩრდილოეთ ევროპაში (1.9).