ვირისტერფასგან საოცარ სამკურნალო საშუალებებს მოამზადებთ. ეს თქვენს ორგანიზმს სჭირდება
ვირისტერფა (ლათ. Tussilago farfara; რუს. Мать и мачеха) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, გრძელი, მცოცავი დატოტვილი ფესურით.
ვირისტერფა გავრცელებულია მთელ საქართველოში როგორც ბარში, ასევე მაღალ მთაშიც, ტყის პირებზე, ნაყარზე, გზის ფერდობებზე, მდინარეების, ნაკადულების და არხის პირებზე, ხრამებში, საერთოდ, ნესტიან, თიხნარ ადგილებში.
ნედლეულად იყენებ ვირისტერფას ყვავილებსა და ფოთლებს. ყვავილებს ჭრიან ძირში ყვავილობის პერიოდში და სწრაფად აშრობენ, ფოთლებს აგროვებენ ზაფხულის პირველ ნახევარში. მისი ფოთლები არ უნდა შეგვეშალოს ბუერისა და ოროვანდის ფოთლებში.
შეგროვების დროს ვირისტერფას ფოთლები არ უნდა იყოს დაზიანებული. მოჭრილ ან მოწყვეტილ ფოთოლს უტოვებენ ყუნწის ნახევარს. აშრობენ ჩრდილში, სხვენზე ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში, შიფერის ან თუნუქის სახურავის ქვეშ.