სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიიმუნიზაციის საშუალებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 3.5-დან 5 მილიონამდე სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება

იმუნიზაციის საშუალებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 3.5-დან 5 მილიონამდე სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება

პროფესორი გიორგი ფხაკაძე

ევროპის იმუნიზაციის კვირეული 2025

ყოველწლიურად, აპრილის ბოლო კვირას აღინიშნება ევროპის იმუნიზაციის კვირეული.
წლევანდელი სლოგანია:
იმუნიზაცია  ყველასთვის – ჩვენ ეს შეგვიძლია!”

იმუნიზაციის საშუალებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 3.5-დან 5 მილიონამდე სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება | sheniekimi.ge | შენი ექიმი
 

იმუნიზაციის საშუალებით, მსოფლიოში ყოველწლიურად 3.5-დან 5 მილიონამდე სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება, ისეთი საშიში დაავადებებისგან, როგორებიცაა:

1️⃣ COVID-19
2️⃣ საშვილოსნოს ყელის კიბო
3️⃣ ქოლერა
4️⃣ დიფტერია
5️⃣ ებოლა
6️⃣ B ჰეპატიტი
7️⃣ გრიპი
8️⃣ იაპონური ენცეფალიტი
9️⃣ წითელა
🔟 მენინგიტი
1️⃣1️⃣ ყბაყურა
1️⃣2️⃣ ყივანახველა
1️⃣3️⃣ პნევმონია
1️⃣4️⃣ პოლიომიელიტი
1️⃣5️⃣ ცოფი
1️⃣6️⃣ როტავირუსი
1️⃣7️⃣ წითურა
1️⃣8️⃣ ტეტანუსი
1️⃣9️⃣ ტიფი
2️⃣0️⃣ ჩუტყვავილა
2️⃣1️⃣ ყვითელი ცხელება

🗣 პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:

“იმუნიზაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად. ვაქცინებით ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ თავს ვიცავთ, არამედ თავიდან ვიცილებთ პანდემიებს, ეპიდემიებს და ვქმნით უსაფრთხო გარემოს მომავალი თაობებისთვის.

ვაქცინაცია = სიცოცხლის დაცვა!”

 

 

წყაროები:
🔹 World Health Organization (WHO)
🔹 World Health Organization Georgia – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში
🔹 WHO Regional Office for Europe
🔹 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC & PH)
🔹 საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

➡️ გაიგეთ მეტი: www.sheniekimi.ge

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის” თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  შესაძლოა, ასეთ პროცედურას არტერიების ბლოკირება მოჰყვეს, გამოიწვიოს კანის დაზიანება და ზოგ შემთხვევაში, მხედველობის დაკარგვა - ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights