ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
მთავარიშენი ექიმიხარისხიანი აკრედიტაცია — გამოწვევებით სავსე გზა საქართველოს ჯანდაცვის განვითარებისთვის

ხარისხიანი აკრედიტაცია — გამოწვევებით სავსე გზა საქართველოს ჯანდაცვის განვითარებისთვის

ხარისხიანი აკრედიტაცია — გამოწვევებით სავსე გზა საქართველოს ჯანდაცვის განვითარებისთვის

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
Accreditation Canada-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
რამდენიმე დღის წინ, bm.ge-ზე გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი ინტერვიუ, სადაც არჩილ მორჩილაძემ — ამერიკის აკრედიტაციის კომისიის ვიცეპრეზიდენტმა — ძალიან სწორად და ზუსტად გამოკვეთა ის საფრთხეები, რომლებიც უკავშირდება არასაიმედო ორგანიზაციების მიერ “საერთაშორისო აკრედიტაციის” მინიჭების პრაქტიკას საქართველოში.
მისი თქმით:
“კლინიკების აკრედიტაციას გასცემენ ორგანიზაციები, რომელთა პროგრამები არ არის აკრედიტებული, რაც პროცესის დისკრედიტაციას ქმნის.”
იხილეთ სრულად ინტერვიუ bm.ge-ზე
როგორც Accreditation Canada-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სრულად ვეთანხმები ბატონ არჩილ მორჩილაძის შეფასებას. საქართველოში მართლაც გვხვდება შემთხვევები, როდესაც კლინიკები ეცდებიან სერტიფიკატის მოპოვებას ისეთი ორგანიზაციებისგან, რომლებსაც არა აქვთ არც საერთაშორისო აღიარება და არც ხარისხის საერთაშორისო ასოციაციის მიერ აკრედიტაცია.
ასეთი პრაქტიკა ქმნის უსამართლო კონკურენციას, აზიანებს პაციენტების ნდობას და საბოლოო ჯამში, სერიოზულ საფრთხეს უქმნის საყოველთაო ჯანდაცვის ხარისხს.
ხარისხი — რთული და უწყვეტი პროცესი
ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა არ არის მარტივი გზა და არ არის მხოლოდ სერტიფიკატის მიღება.
ხარისხი არის გრძელვადიანი, ყოველდღიური გამოწვევა. ის მოითხოვს:
• პროცესების მუდმივ განახლებას და მონიტორინგს,
• კლინიკის მენეჯმენტის, პერსონალის და პაციენტების სრულ ჩართულობას,
• პაციენტთა უფლებების დაცვასა და მათი უკუკავშირის ინტეგრირებას სისტემურ ცვლილებებში,
• ეთიკურ, გამჭვირვალე და პროფესიონალურ მიდგომას ყოველდღიურ საქმიანობაში.
სწორედ ამიტომ, სწორი აკრედიტაციის არჩევა არის ისეთი ნაბიჯი, რომელიც განსაზღვრავს კლინიკის რეალურ განვითარებას და არა მხოლოდ ფორმალურ სტატუსს.
ჩვენი მიღწევები საქართველოში
Accreditation Canada — არის ერთ-ერთი უძველესი და უმაღლესი დონის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც:
• ოპერირებს 43 ქვეყანაში,
• აკრედიტებული აქვს 14,000-ზე მეტი საავადმყოფო და სამედიცინო დაწესებულება მსოფლიოში.
  • საქართველოში, 2024 წლის დეკემბერში, 9 კლინიკამ წარმატებით გაიარა Accreditation Canada-ის აკრედიტაციის პროცესი.
  • ეს არის მტკიცე მაგალითი იმისა, რომ საერთაშორისო დონის ხარისხის მიღწევა საქართველოში სრულებით რეალურია. ასევე, Joint Commission International (JCI)-მ საქართველოში აკრედიტაცია მიანიჭა 3 კლინიკას.
  • დღეს ჯამურად, საქართველოში ფუნქციონირებს 11 კლინიკა, რომელსაც მიღებული აქვს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი აკრედიტაციის ორგანიზაციების სერტიფიკატები. ეს არის უდიდესი წინსვლა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის.
  „კიდევ ერთი უმაგრესი პროექტი დავიწყეთ“ - გიორგი ფხაკაძე
რას ვაკეთებთ ჩვენ?
Accreditation Canada-ს წარმომადგენლობა საქართველოში:
• ვთანამშრომლობთ 24 სამედიცინო დაწესებულებასთან,
• 9 კლინიკაში გავხორციელეთ სრული აკრედიტაციის პროცესი,
• ვატარებთ ყოველთვიურ მონიტორინგის ვიზიტებს,
• ვეხმარებით კლინიკებს პროცესების მუდმივ განახლებაში და სტანდარტების კიდევ უფრო ღრმად დანერგვაში,
• ვუწევთ სრულ სეკრეტარიატულ მხარდაჭერას ყველა კლინიკის პაციენტთა საბჭოს საქმიანობაში.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება პრინციპს: პაციენტი და მისი უსაფრთხოება უნდა იყოს ყოველი კლინიკის მუშაობის ცენტრში.
დასკვნა
საქართველოში აკრედიტაციის პროცესები ჯერ კიდევ განვითარებადი და გამოწვევებით სავსეა. მხოლოდ ისეთი ორგანიზაციების მიერ მინიჭებული აკრედიტაცია, რომელთაც თავად აქვთ ხარისხის საერთაშორისო აღიარება, შეიძლება გახდეს საფუძველი ჭეშმარიტი, მდგრადი და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემისთვის.
Accreditation Canada რჩება სანდო და სტაბილურ პარტნიორად ამ რთულ, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვან გზაზე.
ხარისხი — ეს არის მუდმივი განვითარება და ყოველდღიური პასუხისმგებლობა.
წყაროები:
Accreditation Canada ოფიციალური ვებსაიტი: https://accreditation.ca
არჩილ მორჩილაძის ინტერვიუ bm.ge-ზე: https://bm.ge/…/klinikebis-akreditatsias-gastsemen…
პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
Accreditation Canada-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი.

კლინიკების აკრედიტაციას გასცემენ ორგანიზაციები, რომელთა პროგრამები არ არის აკრედიტებული” – არჩილ მორჩილაძე

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights