პარასკევი, იანვარი 30, 2026
მთავარიშენი ექიმითბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო რძე და რძის პროდუქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო რძე და რძის პროდუქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადებას ავრცელებს:

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, პროდუქტის მიწოდებიდან მომზადების ჩათვლით, კვების პროცესის სრული კონტროლი სისტემატურად ხორციელდება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს იმ ტექნიკური დადგენილებებითა და რეგულაციებით, რაც სახელმწიფო სტანდარტებით არის განსაზღვრული. ბაღებში 60-მდე სახეობის საკვები პროდუქტი შედის და ყველა ტექნიკური მოთხოვნა, რაც ვრცელდება საბავშვო ბაღებზე, თითოეული დაწესებულების მიერ არის ზედმიწევნით დაცული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო რძე და რძის პროდუქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს | sheniekimi.ge | შენი ექიმი

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ინფიცირების წყარო მგელია - ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights