სამშაბათი, აპრილი 29, 2025
მთავარიშენი ექიმიმეცნიერებმა აღმოაჩინეს: ტრავმა და ძალადობა ადამიანის გენომს ცვლის და ეფექტი თაობებს გადაეცემა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს: ტრავმა და ძალადობა ადამიანის გენომს ცვლის და ეფექტი თაობებს გადაეცემა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს: ტრავმა და ძალადობა ადამიანის გენომს ცვლის და ეფექტი თაობებს გადაეცემა

პროფესორი გიორგი ფხაკაძე,
მსოფლიოში პირველად, ახალი კვლევამ აჩვენა, რომ ომის ტრავმა ადამიანის გენეტიკაზე გავლენას ახდენს და ეს ცვლილებები შესაძლებელია შვილიშვილებსაც გადაეცეს.
იელის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ შეისწავლა სირიის ჰამას მასაკრის (1982 წელი) გადარჩენილი ოჯახები და მათი შთამომავლობა – მათ გენომში აღმოჩნდა ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ტრავმულ გამოცდილებას.
როგორ იცვლება გენები?
კვლევაში მონაწილეობდა 138 ადამიანი 48 სხვადასხვა ოჯახიდან: ბებიები, დედები და შვილები.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ:
• ბებიებს, რომლებიც ომის დროს ორსულად იყვნენ, ქონდათ 14 გენეტიკური ცვლილება, რომლებიც ეპიგენეტიკური ქიმიური ნიშნით იყო განპირობებული.
• ტრავმის უშუალოდ გადამტანებს – მაგალითად მათ, ვინც ძალადობის სცენარებში გაიზარდა – ჰქონდათ 21 სხვა გენეტიკური მარკერი.
• დაბადებულ ბავშვებს, რომელთა დედები ომის დროს ორსულად იყვნენ, აღენიშნებოდათ დაჩქარებული ბიოლოგიური დაბერება.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილებები არ ცვლიან გენების კოდს, არამედ იცვლება გენების “ჩართვა-გამორთვის” მექანიზმები, რაც ცნობილია როგორც ეპიგენეტიკა.
რას ნიშნავს ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის?
კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ეპიგენეტიკური ნიშნები შეიძლება გავრცელებული იყოს ყველა ტიპის ძალადობის შემთხვევაში, მათ შორის:
• საომარი მოქმედებები
• ოჯახური ძალადობა
• ბავშვობის ტრავმები
• იარაღით ძალადობა
• სიღარიბის ქრონიკული სტრესი
წარსულ კვლევებში მსგავსი გენეტიკური ნიშნები ასოცირებულია დიაბეტთან, ჭარბ წონასთან, შფოთვასთან, დეპრესიასთან და სხვა ქრონიკულ დაავადებებთან.
რატომ მეორდება ტრავმა თაობებში?
ეს შედეგები შეიძლება ხსნის, რატომაა ტრავმისა და სიღარიბისგან გამოსვლა ასე რთული. გენეტიკური დონეზე სტრესი მოქმედებს არა მხოლოდ ინდივიდზე, არამედ მომავალ თაობაზეც.
იმედი არსებობს – გამძლეობა ადამიანის ბუნებაშია
კვლევის ავტორები ასევე ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად ამ ცვლილებებისა, ოჯახების დიდი ნაწილი გამორჩეულად ძლიერები და გამძლეები არიან. მათ შეძლეს ახალი ცხოვრება დაეწყოთ, დაეარსებინათ ოჯახები და აღეზარდათ შვილები, მიუხედავად იმ საშინელებებისა, რაც გადაიტანეს.
წყარო:
Yale News – Violent experiences alter the genome in ways that persist for generations
გამოქვეყნების თარიღი: 6 მარტი, 2025
პროფესორი გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე; WHO-ს ექსპერტი; Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი; გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი.
გთხოვთ, გააზიარეთ – ტრავმული გამოცდილების გაშუქება და მისი გაგება ყველას გვეხება!
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  საგანგაშოა, ჭარბი წონა მილიარდზე მეტ ადამიანს აწუხებს - ჯანმო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights