შაბათი, მაისი 10, 2025
მთავარიშენი ექიმიდამხმარე საშუალებები - დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრებისთვის

დამხმარე საშუალებები – დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრებისთვის

დამხმარე საშუალებები – დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრებისთვის

დამხმარე საშუალებები ადამიანს ფუნქციონირების (სმენა, მხედველობა, შემეცნება, კომუნიკაცია, გადაადგილება, თავის მოვლა) შენარჩუნებასა თუ გაუმჯობესებაში უწყობს ხელს.

ადამიანების უმრავლესობას დამხმარე საშუალება ცხოვრების სხვადასხვა
ეტაპზე, განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად დასჭირდება. ასეთი საშუალებების გამოყენება ზოგს დროებით (მაგალითად, უბედური შემთხვევის ან ავადმყოფობის შემდეგ), ზოგს კი უფრო ხანგრძლივად, ან, სულაც, მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევს.
დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია ხელჯოხები, ყავარჯნები, სმენის აპარატები, კიდურების და ხერხემლის ორთეზები, კიდურების პროტეზები, თვალის პროთეზები, გადასაადგილებელი ჩარჩოები, საშუალო და მაღალი მორგების მექანიკური ეტლები, ელექტრო ეტლები, სახელურები, მოაჯირები, ხელმოსაჭიდი ძელები, უსინათლოთა ხელჯოხები, აბაზანის დამხმარე სკამები, საფენები თუ აბების გამანაწილებლები.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ATscale, the Global Partnership for Assistive Technology-ს თანადგომით ცდილობს, დამხმარე საშუალებებისა და ტექნოლოგიების საჭიროების მქონე ყველა ადამიანი იყოს ჩართული საზოგადოებაში და ჰქონდეს ღირსეული ცხოვრება.
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  „ეს ორგანიზმისათვის ძალიან დიდი სტრესია...“ - რომელი პროდუქტებია უფრო ჯანსაღი და სასარგებლო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights