პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ნარკოლოგები დადებითად აფასებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ანტინარკოტიკულ პროპაგანდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მათივე თქმით, მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ფსიქიკურ აშლილობასაც იწვევს. განსაკუთრებით საშიშია ის ახალი ჯიშები, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა.
“ნარკოდამოკიდებულება აზიანებს ადამიანში სხეულს, მის ქცევებს, უნარებს, ფსიქიკას, რწმენებს, ფასეულობებს. ვიტყვი, რომ მარიხუანა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნარკოტიკი, მითუმეტეს დღევანდელი მარიხუანა, რომელიც ჰიბრიდული ჯიშებია. ახლა გაძლევს რელაქსაციას, გაძინებს, მაგრამ, გრძელ ვადაში, გინადგურებს ფსიქიკას, აგრესიული ხდები, პიროვნულ აშლილობებს იწვევს,”- აცხადებს ფსიქიატრი, სარეაბილიტაციო ცენტრ “მებას” დამფუძნებელი თამაზ ტუღუში.
პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ნარკოლოგები დადებითად აფასებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ანტინარკოტიკულ პროპაგანდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მათივე თქმით, მარიხუანა ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ფსიქიკურ აშლილობასაც იწვევს:
“მძიმე ნარკოტიკი”, ყველამ იცის, რომ დამოკიდებულებას იწვევს და ძალიან ბევრ ზიანს აყენებს, მაგრამ კანაფი რატომღაც მიჩნეული იყო როგორც მსუბუქი ნარკოტიკი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. კანაფს აქვს ძალიან დიდი დამოკიდებულება, ძალიან დიდი მოხსნის სინდრომი, რასაც “ლომკას” ეძახიან. კანაფის შემდეგ არის ძალიან ბევრი ფსიქიკური დაზიანება, რომლებიც რჩება – შექცევადიც და შეუქცევადიც. არის დეპრესიულობა, კონცენტრაციის პრობლემები, ძილის არევა.
თუმცა, არის, სამწუხაროდ, ძალიან შეუქცევადი პროცესებიც და ეს არის კანაფის ფსიქოზი, რომელიც არ არის იმაზე დამოკიდებულება, თუ რამდენად ხშირად მოიხმარს ადამიანი… შესაძლებელია, იყოს ერთჯერადი მოხმარება, რადგან არ ვიცით, ვისი ფსიქიკა რას მალავს და ამ ადამიანის ცხოვრება გაიყოს მანამდე და – შემდეგ. ფსიქოზი არის მთელი ცხოვრების ტვირთი,” – აცხადებს სარეაბილიტაციო კლინიკების – “სანამენტეს” და “პომელის” დამფუძნებელი ნინო მენაღარიშვილი.