სეზონური გრიპი – გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა

0
245
გრიპის ვირუსის ახალი ტალღა და გაზრდილი მიმართვიანობა კლინიკებში
#post_seo_title

სეზონური გრიპი

გრიპი სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებაა. არსებობს გრიპის ვირუსის 4 ტიპი: A  (რომელსაც ქვეტიპები გააჩნია), B, C და D . B და C ტიპები არ იწვევენ გრიპის პანდემიას.

ინფექციის გავრცელების მიზეზად მიიჩნევა დაავადებული ადამიანი,რომელიც ხველის, ცემინების და ლაპარაკის დროს ვირუსს ავრცელებს 1,5 მეტრის რადიუსში.

ზოგადად გრიპის ვირუსების რეზერვუარად ითვლება წყალზე მიგრირებადი ფრინველები, თუმცა ანთროპონოზული სეზონური გრიპის ვირუსის რეზერვუარს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი

გრიპი გადამდებია დაავადების პერიოდში გამოჯანმრთელებამდე.

სეზონურიგრიპის ერთადერ პრევენციულ ღონისძიებად ყოველწლიური ვაქცინაცია მიიჩნევა. საქართველოში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი წლების განმავლობაში ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვა და მაღალი რისკის ჯგუფებისათვის უსასყიდლოდ მიწოდება. რისკის ჯგუფების დადგენა ხდება მსოფლიოში ჯანდაცვის სექტორში მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების მიერ, ასევე, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაოების ანალიზის შედეგად. 2016-2017 წლის გრიპის სეზონისათვის სულ სახელმწიფომ შეისყიდა 20 000 გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. 2017-2018 წლის სეზონზე შეძენილ იქნა 27 000 ვაქცინა, რომელიც, მოთხოვნის შესაბამისად, უკვე განაწილებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებში.

2017-2018 წლების გრიპის სეზონისთვის, საქართველოში ვაქცინაციისათვის რისკი პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრა:

  • 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული და დიალიზზე მყოფი პირები;
  • ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;
  • სასწრაფოს, მიმღები განყოფილებების, რეანიმაციის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, დიალიზის განყოფილებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების მომსახურე პერსონალი;
  • C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს;
  • აივ ინფექციით დაავადებული პირები;
  • ორსულები.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  თამბაქო და ფიზიკური აქტივობა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ